აკვილანი: ლივერპულს იუვენტუსი ვამჯობინე

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველის, ალბერტო აკვილანის თქმით, მას ინგლისში დარჩენაც შეეძლო, მაგრამ "იუვენტუსში" გადასვლა აირჩია და ყველა ღონეს იხმარს, რათა თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინოს.

"ჩემი ტრანსფერის საკითხი ძალიან მწვავედ იყო დასმული. როი ჰოჯსონთან უამრავი საუბარი მქონდა. საბოლოოდ, ჩემი წასვლა გადაწყდა და უკვე სამი დღის შემდეგ "იუვენტუსის" სამედიცინო ცენტრში შემოწმებას გავდიოდი, - ამბობს აკვილანი თუტტოსპორტ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, - "ლივერპულში" დიდ ნდობას ვგრძნობდი და უდიდესი მადლობის თქმა მსურს ამ კლუბის ფანებისთვის – ისინი გაგებით შეხვდნენ ჩემს გადაწყვეტილებას. "იუვეს" მეთაურს ჯუზეპე
მაროტას ჩემი კონტრაქტის გამოსყიდვა სურდა, მაგრამ "მერსისაიდელები" მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულებაზე წამოვიდნენ. ეს სეზონი გვაჩვენებს, ტურინში დავრჩები თუ ნისლიან ალბიონზე დაბრუნება მომიწევს. ჩემი მხრივ, იტალიაში დარჩენა მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი.

პროგნოზები არ მიყვარს, მოგება კი პირიქით, დიდი სიამოვნებაა. ეს სეზონი არა მხოლოდ ჩემთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ მთელი გუნდისთვისაც. სირთულეები აუცილებლად იქნება, მაგრამ თუ ვიბრძოლებთ, შედეგიც მოვა. "იუვენტუსს" არც პოტენციალი აკლია და არც გამარჯვების სურვილი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული