ანდრეა პირლო: ტურინის "იუვენტუსი" გამარჯვებას ფაბრის მუამბას უძღვნის

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ, რომლის გუნდმაც "ფიორენტინა" 5:0 გაანადგურა, თამაშის შემდეგ განაცხადა, რომ ამ გამარჯვებას "ბოლტონის" ნახევარმცველ ფაბრის მუამბას უძღვნის.

მუამბა, რომელსაც მოედანზე გულის შეტევა დაემართა, ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება.

"ამ გამარჯვებას იმ ფეხბურთელს ვუძღვნით, რომელიც ახლა სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვის.

მიმაჩნია, რომ აუცილებელია ჩვენს კოლეგას, რომელიც გასაჭირშია, ყველამ ერთად მხარი დავუჭიროთ. ჩვენი ფიქრები მასთანაა. იმედია, გამოკეთდება", - განაცხადა პირლომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული