იტალია. სერია A. XXVIII ტური: ლიდერთა იოლი მონაგარი

AutoSharing Option
ვიდეო
ტური მოქმედი ჩემპიონის და ლიდერის დამაჯერებელი გამარჯვებით გაიხსნა - "მილანი" "ენიო ტარდინიზე" "პარმას" დაუპირისპირდა და მეტოქე განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხა.

მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა ორი უპასუხო გოლი მიართვეს ემილიელებს და საქმეს რომ დაჭირვებოდა, ალბათ კიდევ მინიმუმ ორს თავისუფლად გაუტანდნენ...


ანგარიში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა და მიმდინარე სეზონში მე-20 გოლი მიითვალა აქტივში. რაც შეეხება მეორე გოლს, თავი ურბი ემანუელსოლნმა გამოიჩინა - მოედნის შუაგულში, ბრწყინვალე მოძრაობით ორ მცველს დაუსხლტა, მეტოქის საჯარიმოს ელვის სისწრაფით მიუახლოვდა, კარიდან გამოსული კიპერიც მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა,
0:2.

გოლი მართლაც ულამაზესი გამოვიდა და ამად იყო, რომ მისალოცად მოედანზე "მილანის" სათადარიგო ფეხბურთელებმაც კი შეირბინეს ფილიპო ინძაგისა და ჯენარო გატუზოს თამადობით.

სიტყვამ მოიტანა და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ გატუზო დაახლოებით 6-თვიანი დასვენების შემდეგ დაუბრუნდა მოედანს. მართალია მხოლოდ ორი წუთი დაჰყო მინდორზე, მაგრამ დაბრუნება მაინც შედგა. მოკლედ, ალეგრის რინო დაემატა და ვნახოთ, როგორ გამოიყენებს ვეტერან ნახევარმცველს.

ნამატჩევს, მასიმილიანო ალეგრიმ შეგირდები შეაქო და შემდეგი დაამატა:

"რობერტო დონადონის მებრძოლი და კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავს, რაშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, მაგრამ კლასმა მაინც თავისი გაიტანა.

მადლობა შეგირდებს, რომლებმაც ჩემი მითითებები იდეალურად შეასრულეს - მთლიანობაში, ძალიან კმაყოფილი ვარ, ყველაზე მეტად კი ის მახარებს, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის "მილანის" მაქსიმუმი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უამრავი მოთამაშე გვყავს ტრავმირებული, მათთან ერთად კი კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით".

ტიფოზები ამხედრდნენ მეტისმეტია
"იუვენტუსი" ფლორენციაში ჩავიდა და რაც ბოლო 5-6 ტურში დააკლო, ყველაფერი "ფიორენტინას" გაუტანა. ტურინულმა გრანდმა 5:0 მოიგო და შეგვახსენა, რომ "ბებერი ქალბატონის" ერთადერთი მიზანი სკუდეტოს მოპოვებაა. ამასთან, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ "ფიორენტინა" საშინელ დღეშია და ეს გუნდი ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი უდავოდ მირკო ვუჩინიჩი გახლავთ, რომელმაც ერთი გოლით და სამი საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა თავი. პრინციპში, მეტი რა უნდა გაეკეთებინა, რომ თამაშის გმირად ვაღიაროთ?... მირკო მართლაც საუკეთესო იყო და გოლიც ლამაზი გამოუვიდა - საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი, უზუსტესად დაარტყა და ფლორენციელთა კიპერი სახტად დატოვა.

ჩერნოგორიელი ფორვარდის გოლს ფლორენციელი ალესიო ჩერჩის გაძევება მოჰყვა და იქ უკვე ყველაფერი გაცხადდა. არტურო ვიდალის, კლაუდიო მარკიზიოს, ანდრეა პირლოს და სიმონე პადოინის გოლების აღწერით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ ის აღვნიშნოთ, რომ ფლორენციელთა მეკარეს ყველა გემოვნების გოლი გაუტანეს - საწყალი არტურ ბორუცი თამაშის შემდეგ ემოციებს ვერ თოკავდა.

ემოციები ცალკე სალაპარაკო თემაა და ბარემ აღვნიშნოთ, რომ ასეთ მძიმე მარცხს ფლორენციელი ტიფოზები მშვიდად ვერ შეხვდნენ და კლუბის ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს. თუმცა, "ფიორენტინას" პრეზიდენტს, ანდრეა დელა ვალეს პრობლემები ჯერ კიდევ თამაშის მსვლელობისას, ტრიბუნებზე შეექმნა - ვიპ-ლოჟაში მას გინების კორიანტელი დაატყდა თავს და იძულებული გახდა, რომ სტადიონი ნაადრევად დაეტოვებინა.

ნამატჩევს, ბევრი ითქვა იმის შესახებ, რომ დელიო როსის პოსტის დატოვება მოუწევდა, მაგრამ ვარაუდი არ გამართლდა - აი, რა თქვა "ფიორენტინას" დირექტორატთა საბჭოს წარმომადგენელმა ვინჩენცო გუერინმა:

"მესმის ტიფოზების, რომლებიც აღშფოთებულნი არიან შედეგით, მაგრამ ასეთ აგრესიას არანაირი გამართლება არ აქვს. იმედგაცრუებულია დელიო როსიც, რომელიც ყველაზე ნაკლებად არის ამ ყველაფერში დამნაშავე. მან კრიზისში მყოფი გუნდი ჩაიბარა და დრო სჭირდება, რომ ვითარება უკეთესობისკენ შეცვალოს.

ასე რომ, მის გათავისუფლებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ჩვენი მიზანი სერია A-ში ადგილის შენარჩუნებაა, მჯერა, ამ ამოცანას გადავჭრით, ზაფხულში კი გვარიანი გაძლიერება გვმართებს".

ანტონიო კონტეს თქმით, ეს იყო "იუვენტუსის" საუკეთესო თამაში მიმდინარე სეზონში:

"როდესაც თამაშის სტარტზე ვუჩინიჩმა ბურთი ძელს გაარტყა, გავიფიქრე, რომ ისევე იგივე განმეორდებოდა, უამრავ მომენტს გავაცუდებდით და ქულებს დავკარგავდით.

საბედნიეროდ, ამჯერად ყველაფერი კარგად გამოვიდა - გოლებიც უხვად გავიტანეთ და უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაც მოვიპოვეთ. ჩემი პირადი აზრით, ეს იყო "იუვენტუსის" საუკეთესო თამაში მიმდინარე სეზონში და ალბათ ამაში გულშემატკივრებიც დამეთანხმებიან.

რაც შეეხება პრესისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს - ეს უკვე ჩავლილი ამბავია და ნუ მივუბრუნდებით".

ეჰ, ლაციო, ლაციო
"ლაციომ" ისევ წააგო და ამჯერად სიცილიაში დატოვა სამივე ქულა. "კატანიამ" პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა - აღსანიშნავია, რომ ვინჩენცო მონტელამ უკვე მთავარი მწვრეთნელის რანგში დაამწუხრა "ბიანკოჩელესტე" - იყო დრო, როდესაც "რომას" ფეხბურთელის ამპლუაში აკეთებდა იგივეს.

გამარჯვების გოლი მატჩის მე-80 წუთზე ნიკოლა ლეგროტალიემ გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა, 1:0...

"ინტერმა" "ატალანტა" მიიღო და მეტოქეს უგოლო ფრით გაეყარა. წინა ტურში მოპოვებული სამი ქულის შემდეგ, მილანელებს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების იმედი გაუჩნდათ, მაგრამ როგორც ჩანს, სულ ტყუილად... ლომბარდიელები უკვე ძალიან, უიმედოდ ჩამორჩნენ კონკურენტებს და ეს ყველაზე უკეთ თავად უნდა ესმოდეთ.

იტალია. სერია A. XXVIII ტური
პარმა-მილანი 0:2
პარმა (3-5-2): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი - მარიგა (26. მუსაჩი), ვალდესი, ბიაბიანი (63. ვალიანი), მორონე (73. ოკაკა), ჯონათანი - ჯოვინკო, ფლოკარი.
მილანი (4-3-1-2): აბიატი - ძამბროტა, ბონერა, ტიაგო სილვა, ანტონინი - ამბროზინი, მუნტარი (90. გატუზო), ნოჩერინო - ემანუელსონი (86. აკვილანი) - ელ შაარავი (77. მაქსი ლოპესი), იბრაჰიმოვიჩი.
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (17-პენ.), 0:2 ემანუელსონი (55).
გაფრთხილება: ძაკარდო, პალეტა - ანტონინი, მუნტარი.
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 8-10; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 14(4)-12(6); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 20 000

ფიორენტინა-იუვენტუსი 0:5 (იხილეთ ვიდეო)
ფიორენტინა (4-3-3): ბორუცი - ნატალი, ნასტასიჩი, კასანი, პასკუალი - ლაძარი, მონტოლივო, ოლივერა (46. დე სილვესტრი) - ჩერჩი, ვარგასი, ამაური.
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - ლიხტშტაინერი, კასერესი, ბონუჩი, დე ჩელიე - მარკიზიო, პირლო, ვიდალი (70. პადოინი) - პეპე, ვუჩინიჩი (70. ბორიელო), მატრი (59. კვალიარელა).
გოლები: 0:1 ვუჩინიჩი (15), 0:2 ვიდალი (28), 0:3 მარკიზიო (55), 0:4 პირლო (67), 0:5 პადოინი (72).
გაფრთხილება: ოლივერა - ლიხტშტაინერი.
გაძევება: ჩერჩი (20. ფიორენტინა).
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 6-12; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 5(1)-13(7); ბურთის ფლობა: 27%-73%.
მაყურებელი: 40 000

კალიარი-ჩეზენა 3:0
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო, კანინი, ასტორი, აგოსტინი - კონტი, ეკდალი, ნაინგოლანი (80. პერიკო) - კოსუ - პინილია (65. ლარივეი), რიბეირო (58. იბარბო).
ჩეზენა (4-4-2): ანტონიოლი - როსი, მორასი, კომოტო, ლაურო - კოლუჩი, არიგონი (46. მალონგა), სანტანა (62. დოკოვიჩი), პაროლო - მუტუ (72. დელ ნერო), რაფაელ ალვეში.
გოლები: 1:0 პინილია (14), 2:0 პინილია (45-პენ.), 3:0 პინილია (57-პენ.).
გაფრთხილება: კანინი, რიბეირო (კალიარი).
გაძევება: კოლუჩი (60. ჩეზენა), როსი (78. ჩეზენა).
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 6-4; კარში დარტყმა: 15(4)-7(3); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 10 000

ბოლონია-კიევო 2:2
ბოლონია (4-4-2): ჟილე - რაჯი, პორტანოვა, ანტონსონი, რუბინი (46. მორლეო) - დიამანტი, მუდინგაი, პერესი, პულცეტი (46. კონე) - რამირესი (76. აკვაფრესკა), დი ვაიო.
კიევო (4-3-3): სორენტინო - დრამე, აჩერბი, ანდრეოლი, ფრეი - ბრედლი, ლუსიანო (63. ჰეტემაი), რიგონი - თერეუ (76. კრუსადო), პალოსკი (78. მოსკარდელი), პელისიერი.
გოლები: 0:1 ანდრეოლი (26), 1:1 დი ვაიო (59), 1:2 თერეუ (69), 2:2 დიამანტი (81).
გაფრთხილება: რუბინი - აჩერბი, ლუსიანო, რიგონი, პალოსკი.
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 15-24; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 13(6)-11(5); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 22 000

კატანია-ლაციო 1:0
კატანია (4-3-3): კარიცო - სპოლი, ლეგროტალიე, ბელუში, მარკეზე - ალმირონი (75. რიკიუტი), ისკო, ლოდი - გომესი (90. ლანცაფამე), ბერგესიო, ბარიენტოსი (67. ლამა).
ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - სკალონი, ბიავა, დიასი, რადუ - როკი, ლედესმა - კანდრევა (85. კოზაკი), მაური, ერნანესი (81. როკი) - კლოზე.
გოლი: 1:0 ლეგროტალიე (80).
გაფრთხილება: სპოლი, გომესი - დიასი, კლოზე, მაური.
კუთხური: 4-0; ჯარიმა: 13-21; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 8(3)-8(2); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 16 000

ინტერი-ატალანტა 0:0
ინტერი (4-4-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ნაგატომო - პოლი (77. კასტაინოსი), კამბიასო, ძანეტი, ობი (66. ფარაონი) - პაცინი, მილიტო (63. სარატე).
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - მანფრედინი, ფერი, კაროცა (77. ფერეირა), ბელინი (86. სტენდარდო) - ჩიგარინი, სკელოტო, კარმონა, რაიმონდი - მარილუნგო (54. გაბიადინი) - მორალესი.
გაფრთხილება: ლუსიო, სამუელი - ბელინი, ჩიგარინი, მორალესი, კარმონა.
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 14-20; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 18(5)-7(2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 45 000

ლეჩე-პალერმო 1:1
ლეჩე (3-5-2): ბენასი - ესპოზიტო (89. კორვია), მილიონიკო, ბრივიო - ოდო, ჯაკომაცი, ბლაზი (83. ობოდო), ბერტოლაჩი (22. ტომოვიჩი), დელვეკიო - მურიელი, დი მიკელე.
პალერმო (4-3-2-1): ვივიანო - ლაბრინი, მუნიოსი, მანტოვანი, ბალცარეტი (80. ასკუა) - მილიაჩო, აგუირეგარაი, დონატი - ბერტოლო - ილიჩიჩი (72. ზაჰავი), ერნანდესი (60. ბუდანი).
გოლები: 1:0 დი მიკელე (6-პენ.), 1:1 მუნიოსი (15).
გაფრთხილება: ბრივიო, ჯაკომაცი, ბერტოლაჩი - მანტოვანი, მუნიოსი, აგუერაგარაი.
გაძევება: ოდო (17) - ბერტოლო (42).
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 18-15; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 12(6)-10(5); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 10 000

სიენა-ნოვარა 0:2
სიენა (3-5-2): პეგოლო - ვიტიელო, ტერცი, როსეტინი - დელ გროსო, ჯორჯი (74. გროსი), გაცი (71. პარავიჩინი), ვერგასოლა, ბრიენცა - გონსალესი (62. ლარონდო), ბოგდანი.
ნოვარა (3-5-2): უიკანი - მორგანელა, ლიზუძო, პაჩი - გარსია, ჯემიტი, პეშე, პორკარი, რიგონი (86. მაძარანი) - ჯედა (83. რადოვანოვიჩი), მასკარა (63. კარაჩოლო).
გოლები: 0:1 რიგონი (72), 0:2 პორკარი (81).
გაფრთხილება: ტერცი - მორგანელა.
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 11(0)-9(5); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 11 000

19 მარტი
რომა-ჯენოა 23:45

სატურნირო ცხრილი
ა თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 28 18 6 4 57-22 60
2. იუვენტუსი 28 14 14 0 44-17 56
3. ლაციო 28 14 6 8 42-34 48
4. ნაპოლი 27 12 10 5 50-28 46
5. უდინეზე 27 13 7 7 37-24 46
6. რომა 27 12 5 10 40-33 41
7. ინტერი 28 12 5 11 38-36 41
8. კატანია 28 10 11 7 36-35 41
9. ბოლონია 28 9 9 10 31-33 36
10. პალერმო 28 10 5 13 40-45 35
11. კიევო 28 9 8 11 24-35 35
12. ატალანტა 28 9 13 6 31-29 34
13. კალიარი 28 8 10 10 29-35 34
14. ჯენოა 27 9 6 12 35-48 33
15. სიენა 28 8 8 12 32-30 32
16. ფიორენტინა 28 8 8 12 27-33 32
17. პარმა 28 7 10 11 33-44 31
18. ლეჩე 28 6 8 14 31-45 26
19. ნოვარა 28 5 8 15 24-46 23
20. ჩეზენა 28 4 5 19 16-45 17

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ბომბარდირები
20 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 18 - დი ნატალე (უდინეზე); 16 - კავანი (ნაპოლი); 15 - დენისი (ატალანტა); 14 - პალასიო (ჯენოა), მილიტო (ინტერი).

მომდევნო ტური
25 მარტი: ატალანტა-ბოლონია, ლაციო-კალიარი, ნაპოლი-კატანია, ჯენოა-ფიორენტინა, იუვენტუსი-ინტერი, ნოვარა-ლეჩე, ჩეზენა-პარმა, მილანი-რომა, კიევო-სიენა, პალერმო-უდინეზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული