"ევროპაში მხოლოდ ორი გუნდია, რომელთაც უნდა ვუფრთხოდეთ – "რეალი" და "ბარსელონა". ეს უძლიერესი გუნდებია, მაგრამ ჩვენ ხომ დავამტკიცეთ, რომ შეუძლებელი არაფერია? "ინტერის" არავის სჯეროდა, მაგრამ ევროპის ტიტანების დაცემა მოვახერხეთ.
ახლა ყველა იმაზე საუბრობს, თუ როგორ გაძლიერდნენ "მილანი" და "რომა", მაგრამ რომელ ერთს აქვს ჩვენზე უკეთესი შემადგენლობა და რატომ ვერ უნდა გავიმეოროთ გასული სეზონის წარმატებები?" – უკვირს ეტო’ოს.