"ბებერი ქალბატონი" იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში "მილანს" 20 მარტს დაუპირისპირდება.
"ჩემპიონატში "როსონერი" ოთხი ქულით გვისწრებს, მაგრამ შესანიშნავი შედეგების ჩვენებას განვაგრძობთ.
ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება, "იუვენტუსს" კი ჯერ არცერთი შეხვედრა წაუგია.
მიმდინარე სეზონში მხოლოდ უმაღლესი შედეგების მიღწევა გვსურს. შევეცდებით სერია A-ც მოვიგოთ და იტალიის თასიც. ამისთვის კი "მილანის" დამარცხებაა აუცილებელი", - თქვა კონტემ.