მასიმილიანო ალეგრი: "მილანი" იტალიის თასს თავაწეული ტოვებს

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ, რომლის გუნდმაც ორი მატჩის ჯამში იტალიის თასის ნახევარფინალი ტურინის "იუვენტუსთან" დათმო, მეორე თამაშის შემდეგ განაცხადა, რომ თავისი ფეხბურთელებით ამაყობს.

"მილანი" იტალიის თასს თავაწეული ტოვებს. მეამაყება იმ ფეხბურთის გამო, რომელიც ჩემმა ბიჭებმა აჩვენეს.

სამწუხაროა, რომ ფინალში გასვლა ვერ შევძელით, მაგრამ აქ რამდენიმე ისეთი მოთამაშე თამაშობდა, რომლებსაც ბოლო დროს მცირე სათამაშო პრაქტიკა ჰქონდათ.

დამატებით დროში დაღლილობა შეგვეტყო. ბევრი ენერგია დავკარგეთ და მეტოქეს სათანადოდ ვერ შევუტიეთ", - თქვა ალეგრიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული