ანდრეა პირლო: ტურინის "იუვენტუსმა" ერთ-ერთ მიზანს მიაღწია

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ იტალიის თასის ნახევარფინალში თავისი ამჟამინდელი კლუბის ყოფილთან გამარჯვებაზე ისაუბრა.

"ძალიან გვიხარია, რომ ფინალში გასვლა მოვახერხეთ და ისეთი დიდი გუნდი დავამარცხეთ, როგორიც "მილანია". ორივე გუნდს გამარჯვება სურდა და ვფიქრობ, მაყურებლებმა ლამაზი ფეხბურთით სიამოვნება მიიღეს.

მოეშვა თუ არა მეტოქე იბრაჰიმოვიჩის შეცვლის შემდეგ? არა. "მილანს" ძალიან ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავს, რაც მაქსი ლოპესმაც დაამტკიცა.

ახლა გამარჯვებას ვზეიმობთ, მაგრამ უკვე კვირას სათამაშოდ და გასამარჯვებლად მზად ვიქნებით", - განაცხადა პირლომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული