"რომას" თავდამსხმელი ფრანჩესკო ტოტი გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ფეხბურთელი, რომელმაც "ჯენოასთან" იტალიის ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩი გამოტოვა, "მილანთან" რომაელთა უახლოეს შეხვედრაში ითამაშებს.
იტალიური პრესის ინფორმაციით, დიდია იმის ალბათობა, რომ "რომას" ცოცხალი ლეგენდა სამატჩო განაცხადში მოხვდეს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში რომაული გუნდის 35 წლის კაპიტანს ბარძაყზე პრობლემები ჰქონდა, რის გამოც დაახლოებით ერთი თვე გამოტოვა.