სერია A-მ ტიტულოვან სპონსორთან კონტრაქტი გააგრძელა

AutoSharing Option
იტალიის საფეხბურთო ლიგამ - სერია A-მ და მობილურმა ოპერატორმა TIM-მა (Telecom Italia Mobile) სპონსორული კონტრაქტი კიდევ სამი წლით გააგრძელეს.

კონტრაქტის პირობებით, ლიგა ყოველ წელს 15.8 მილიონ ევროს მიიღებს.

TIM 1998 წლის დასაწყისიდან ლიგის ოფიციალური სპონსორია. TIM სერია A-სთან ერთად ერთობლივ ღონისძიებებს ახორციელებს. გასულ წელს "კალიარი"-"სიენას" მატჩი საიტ facebook.com-ზე პირდაპირ ეთერში შეგეძლოთ გეხილათ.

TIM ასევე კონკურსის, "ბავშვები სტადიონზე" ორგანიზატორია, რომლის გამარჯვებულებიც უფლებას იღებენ, საფეხბურთო მატჩებში მოედნებზე გუნდების კაპიტნებთან ხელჩაკიდებულნი გავიდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული