კონტრაქტის პირობებით, ლიგა ყოველ წელს 15.8 მილიონ ევროს მიიღებს.
TIM 1998 წლის დასაწყისიდან ლიგის ოფიციალური სპონსორია. TIM სერია A-სთან ერთად ერთობლივ ღონისძიებებს ახორციელებს. გასულ წელს "კალიარი"-"სიენას" მატჩი საიტ facebook.com-ზე პირდაპირ ეთერში შეგეძლოთ გეხილათ.
TIM ასევე კონკურსის, "ბავშვები სტადიონზე" ორგანიზატორია, რომლის გამარჯვებულებიც უფლებას იღებენ, საფეხბურთო მატჩებში მოედნებზე გუნდების კაპიტნებთან ხელჩაკიდებულნი გავიდნენ.