ადრიანო გალიანი: კარლოს ტევესი მიყვარდა, მაგრამ ახლა მაქსი ლოპესითაც კმაყოფილები ვართ

AutoSharing Option
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი შეეგუა იმას, რომ გასულ ზამთარს იტალიურმა კლუბმა "მანჩესტერ სიტისთან" არგენტინელი თავდამსხმელის, კარლოს ტევესის გადაბირებაზე მოლაპარაკება ვერ მოახერხა.

"ვნახე, როგორ გამოვიდა მოედანზე ექვსთვიანი შესვენების შემდეგ კარლოს ტევესი და თამაშის მსვლელობა შეცვალა. ტევესს ჭკუიდან გადავყავარ.

არადა, ზამთარში კარლოსი ჩვენს კლუბში გადმოსვლასთან ახლოს იყო.

დიახ, ტევესი მიყვარს, მაგრამ განგებამ ასე ისურვა. ჩვენ მაქსი ლოპესი ვიყიდეთ და ახლა მისით კმაყოფილები ვართ", - განაცხადა გალიანიმ იტალიურ პრესაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული