დანიელე დე როსი: ჯერ "რომა" და მერე იტალიის ნაკრები

AutoSharing Option
"რომას" ნახევარმცველმა დანიელე დე როსიმ იტალიურ პრესაში აღიარა, რომ მისთვის იტალიის ჩემპიონის ტიტული მსოფლიოს ჩემპიონობაზე მნიშვნელოვანია.

"მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგე, მაგრამ ბავშვობიდან სკუდეტოს მოგებაზე ვოცნებობდი. დღემდე ასეა.

წელს უკვე გვიანაა, მაგრამ ჩვენს გუნდს გრძელვადიანი პროექტი აქვს, ამიტომ მალე დავინახავთ, შეგვიძლია თუ არა სკუდეტოსთვის ბრძოლა.

გავცვლიდი თუ არა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს სკუდეტოზე? არა, ეს სხვადასხვა რამ არის, მაგრამ მე ჯერ "რომას" გულშემატკივარი ვარ და მხოლოდ შემდეგ იტალიის ნაკრების.

მუნდიალის მოგება დაუვიწყარია, მაგრამ სკუდეტოს მოგებაც მინდა", - თქვა ფეხბურთელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული