ლუის ენრიკე: ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეჩერება რთულია

AutoSharing Option
"მილანთან" (1:2) სერია A-ს 29-ე ტურის მატჩის შემდეგ, რომაელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ აღნიშნა, რომ შეხვედრის ბედი "როსონერის" ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გადაწყვიტა.

"კარგი მატჩი იყო. ჩემი ფეხბურთელების თამაშში ნაკლი არ შემიმჩნევია. ჩვენი ცენტრალური მცველები კარგად მოქმედებდნენ, მაგრამ იბრაჰიმოვიჩი ის ფეხბურთელია, რომლის შეჩერებაც რთულია.მატჩის ბედიც მან გადაწყვიტა, მეორე ტაიმში ორი გოლის გატანით.

არ დაგავიწყდეთ, რომ სერია A-ს ლიდერის წინააღმდეგ მის მოედანზე ვთამაშობდით. ჩემს შეგირდებს მეტს ვერც მოვთხოვ", - განაცხადა ლუის ერნიკემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული