ალესანდრო დელ პიერო: ჩემი მომავალი? მხოლოდ გუნდის გამარჯვებებზე ვფიქრობ

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა ალესანდრო დელ პიერომ, რომელმაც გასულ კვირაში მილანურ გუნდებს ორი გოლი გაუტანა, "ინტერთან" გამარჯვების შემდეგ მომავალზე საუბარი არ ისურვა.

"მშვენიერი კვირა იყო. ორი მნიშვნელოვანი მატჩი ჩავატარეთ და ორივეში გავიტანე, რაც სიამაყით მავსებს.

ჩემი მომავალი? ახლა მშვენიერი საღამოა. ვცდილობ, თავი იმაზე ფიქრით არ გამოვიტენო, რაზეც მერეც ბევრია საფიქრალი.

მხოლოდ "ნაპოლისთან" მომავალ მატჩში გუნდის გამარჯვებაზე ვფიქრობ - არც მეტი, არც ნაკლები", - თქვა ფეხბურთელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული