მოკლედ, მილანში ერთგვარი პანიკა შეინიშნება, რამაც თვით ადრიანო გალიანი ააღელვა - მოვუსმინოთ "მილანის" ვიცე-პრეზიდენტს:
"ორი დღეა, მხოლოდ იმაზე მესმის ლაპარაკი, რომ ტიაგო სილვას დანაკლისი აუნაზღაურებელია და "ბარსასთან" უშანსოდ
"მილანისთვის" როტაცია ჩვეულებრივი ამბავია და ხშირად იმ მატჩებში უკეთესად გვითამაშია, სადაც ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელები გვაკლდნენ. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება".
მიმდინარე სეზონში "მილანს" ტრავმების გამო მუდმივად აკლია ფეხბურთელები და ეს თემა იტალიაში აქტიური განხილვის საგანია - ჟურნალისტთა ნაწილმა კლუბის ექიმთა კვალიფიკაციაში ეჭვიც კი შეიტანა. აი, რას ამბობს ამასთან დაკავშირებით გალიანი:
"თანამედროვე ფეხბურთში ტრავმები ჩვეულებრივი მოვლენაა და ნამდვილად არ მიკვირს, რომ ლაზარეთი მუდმივად სავსე გვაქვს. ეგ კი არა, იმ ფეხბურთელთა ნაწილიც გამაყუჩებლებით ასპარეზობს, ვინც თითქოს ჯანმრთელია. თუნდაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი ავიღოთ, რომელიც კარგა ხანია, წელის ტკივილებს უჩივის და თამაშის წინ ნემსებს იკეთებს. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ მიმდინარე სეზონში ძალიან დავიჩაგრეთ და ეს უფრო დამთხვევაა, ვიდრე კანონზომიერება. ექიმთა ეს შტაბი დიდი ხანია კლუბში მუშაობს და ადრე მსგავსი პრობლემები არ შეგვქმნია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და ფონს არსებული რესურსით გავიდეთ".
ბოლოს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ ტიაგო სილვას ამბავს და დავძინოთ, რომ ბრაზილიელმა მცველმა ტრავმა "რომასთან" პაექრობის მეათე წუთზე მიიღო, რის გამოც შესაცვლელი გახდა. დეტალურმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ტიაგომ საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო და დაახლოებით ერთ თვეს დაისვენებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სილვას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ორივე მატჩის გამოტოვება მოუწევს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"