მასიმო მორატი: მილანის "ინტერმა" სეზონი ჯანპიერო გასპერინის გამო ჩააგდო

AutoSharing Option
"ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ უკვე გათავისუფლებული გუნდის მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი კიდევ ერთხელ დაიცვა და ყველა უბედურებაში ჯანპიერო გასპერინი დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ "ნერაძურიმ" სეზონი გასპერინის ხელმძღვანელობით დაიწყო.

"რანიერი შესანიშნავი ადამიანია, ძალიან ჭკვიანი. ვფიქრობდი, რომ მას შემდეგ, რაც მოხდა, ჩემზე ნაწყენი იქნებოდა. მან კი თქვა, რომ კლუბში სამუშაოდ და გუნდის დასახმარებლად ყოველთვის მზად იქნება.

მას მართვის თავისებური მეთოდები აქვს და მიზნის განსახორციელებლად სხვა ტიპის გუნდი სჭირდება. ამ ჩაგდებულ სეზონში დამნაშავე მთლიანად გასპერინია. მან ყველაფერი გააფუჭა, ყველაფერი დაშალა, არაფერი გაუკეთებია და კიდევ
მუდმივად მოთამაშეებს უჩიოდა. ის ნამდვილად საშინელი მწვრთნელია", - თქვა მორატიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული