ითქვა იმის შესახებაც, რომ "ვეკია სენიორას" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი პინტურიკიოს პირადად შეხვდება და მას ახალ, ერთწლიან ხელშეკრულებას შესთავაზებს...
ეს ამბავი მალე მოედო მთელ იტალიას და კომენტარებიც უხვად გაკეთდა.
აი, რას ამბობს "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, რომელსაც სჩვევია სხვის საქმეში ჩარევა და საკუთარი მოსაზრებების
"დელ პიერო ფენომენალური ფეხბურთელი და საოცრად კარგი ადამიანია. მასთან ურთიერთობა ერთ რამედ ღირს და ბედნიერი ვარ, რომ ახლოს ვიცნობ.
ალე დღესაც იდეალურ ფორმაშია და მიკვირს, რომ მას "იუვეს" მესვეურები სათანადოდ არ აფასებენ. როგორც გავიგე, კონტრაქტის მხოლოდ ერთი სეზონით გახანგრძლივება უნდა შესთავაზონ, რაც მის შეურაცხყოფად მიმაჩნია.
დიდი სიამოვნებით შევთავაზებდი ალეს მინიმუმ 3-წლიან კონტრაქტს, მაგრამ კარგად ვიცი, რომ იტალიაში "იუვენტუსის" გარდა არსად ითამაშებს. ეს ასეც უნდა იყოს, დელ პიერო "იუვეს" ლეგენდაა და ვერ წარმომიდგენია სხვა გუნდის, თუნდაც "ნაპოლის" მაისურში.
უბრალოდ, კარგი იქნება თუ ამ ლეგენდარულ ადამიანს სათანადოდ დააფასებენ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"