31 მარტს ორი შეხვედრა გაიმართება და ორივე ძალიან საინტერესო. "ენიო ტარდინიზე" "პარმა" "ლაციოს" უმასპინძლებს, გუნდს, რომელიც სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის.
თავისი მიზანი აქვს "პარმასაც", ელიტაში ადგილის შენარჩუნებას ცდილობს და ბუნებრივია, რომ იოლად არაფერს დათმობს. ფავორიტის დასახელება ურთულესი საქმეა და ეს მიუხედავად იმისა, რომ ერთი ცხრილის ზედა ნაწილშია, მეორე კი ფსკერზე.
ემილიური კლუბის მესვეურებმა
"რომაელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ და ეს სატურნირო ცხრილიდანაც ჩანს, მაგრამ ჯაბანნი არც ჩვენ ვართ და წესით, კარგი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს. "ლაციოსთან" გამარჯვება ფსიქოლოგიური კუთხითაც მნიშვნელოვანია, რადგან საკუთარ ძალებს ვირწმუნებთ. პირველი ნომრიდან თამაშს შევეცდებით, დანარჩენს კი დრო გამოაჩენს".
* * *
"პარმა" სებასტიან ჯოვინკოსა და სერჯო ფლოკარის ტანდემით შეუტევს, რომაელებს კი მეტწილად ტომაზო როკის იმედი ექნებათ, რომელსაც უკნიდან სტეფანო მაური და ერნანესი დაეხმარებიან... ამ უკანასკნელს მცირე ტრავმა აქვს, მაგრამ თამაშამდე მომჯობინება უნდა მოასწროს. ვნახოთ, "ენიო ტარდინიზე" წესით საინტერესო მატჩი უნდა გაიმართოს.
"მილანს" აშკარად არ უმართლებს - ამ არანორმალური კალენდროს პერიოდში, "კატანიასთან" მატჩი შედარებით იოლი მოჩანდა, მაგრამ სიცილიურმა გუნდმა ბოლო დროს მკვეთრად მოუმატა, სატურნირო მოტივაცია გაუჩნდა და შესაბამისად, იოლად არაფერს დათმობს.
კუნძულელებს ევროპის ლიგაზე გასვლის საკმაოდ კარგი შანსი აქვთ და ლიდერს დიდ ბრძოლას ჰპირდებიან. "კატანია" 3-5-2 ტაქტიკით დაუპირისპირდება მეტოქეს, შეტევაში კი გომესი-ბერგესიოს ტანდემს ვიხილავთ.
იბრა დაისვენებს?
რაც შეეხება "მილანს", მასიმილიანო ალეგრის კვლავაც დიდი დანაკლისი აქვს, მაგრამ რამდენიმე ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა კიდეც; თუნდაც ინაციო აბატე, რომელიც განაცხადში იქნება და შესაძლოა მეორე ტაიმში ჩაერთოს თამაშში.
ჟურნალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ალეგრი ზლატან იბრაჰიმოვიჩს დაასვენებს და თავდასხმაში სტეფან ელ შაარავისა და მაქსი ლოპესის ტანდემს გაამწესებს, მეორე ნაწილი კი იბრას ძირითადში მოიაზრებს იმავე ელ შაარავისთან ერთად.
საგულისხმოა, რომ მაქსი ლოპესს ყოფილ გუნდთან მოუწევს დაპირისპირება და თანაც სიცილიაში, იქ, სადაც ერთ დროს კუმირი იყო. არგენტინელი ფორვარდის თქმით, "კატანია" დღემდე მის გულშია, მაგრამ თუ თამაშის საშუალება მიეცა, ყველანაირად შეეცდება, რომ სიცილიური გუნდის კარი აიღოს.
"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, მაქსი სათადარიგოთა სკამზე დარჩება, ისევე როგორც კევინ პრინს ბოატენგი და რობინიო - ამ უკანასკნელმა "ბარსელონასთან" შეხვედრაში ტრავმა გაიმიზეზა, მაგრამ საშიში არაფერია და უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს.
საინტერესოა, რამდენად მოახერხებენ მილანელები ამ თამაშისთვის მობილიზებას, მომდევნო კვირაში ხომ "ბარსასთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი დაპირისპირება ელით.
ერთი ფეხის დაცდენა და....
ტურის ცენტრალური შეხვედრა ტურინში გაიმართება, სადაც "იუვენტუსი" "ნაპოლის" უმასპინძლებს. ამ გუნდების დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა და მით უმეტეს მაშინ, როდესაც სატურნირო მოტივაცია ძალიან მაღალია.
"იუვე" სკუდეტოსთვის იბრძვის და ნებისმიერი ფეხის დაცდენა ანტონიო კონტეს გუნდისთვის შეიძლება ფატალური გამოდგეს, ნეაპოლელებს კი ჩემპიონთა ლიგის საგზურისდ მოპოვება სურთ და კონკურენტებთან უმძაფრეს ბრძოლაში არიან ჩაბმულნი. თავად განსაჯეთ, ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე გასასვლელი ერთადერთი ვაკანტური ადგილისთვის "ნაპოლისთან" ერთად "ლაციო", "უდინეზე" და "რომა" იბრძვიან.
საგულისხმოა, რომ ამ უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებას ორივე გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. ტურინელებს არც დისკვალიფიცირებული ჰყავთ და არც ტრავმირებული, ნეაპოლელები კი მხოლოდ მარკო დონადელის მოისაკლისებენ, რომელიც ისედაც ვერ ხვდება არა თუ ძირითადში, ხშირად განაცხადშიც კი.
მოკლედ, დიდი ჯახისთვის გუნდები საუკეთესო შემადგენლობით ემზადებიან, რაც ძალიან კარგი ამბავია.
თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, ანტონიო კონტე შეტევის წინა ხაზზე მირკო ვუჩინიჩსა და ალესანდრო მატრის გაამწესებს, ვალტერ მაცარი კი ნაცად ტრიოს დაეყრდნობა ესეკილ ლავეცის, მარეკ ჰამშიკისა და ედინსონ კავანის შემადგენლობით. თადარიგში დარჩება გორან პანდევი და ეს მიუხედავად იმისა, რომ წინა ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ბოლოს, სიტყვა მაცარის გადავცეთ, რომელიც მოახლოებულ პაექრობას დიდი იმედებით ელოდება:
"წინა ტურში, "კატანიასთან" დაკარგულმა ქულებმა ძალიან დაგვწყვიტა გული და იმედი მაქვს, რომ ხასიათს "იუვენტუსთან" პაექრობაში გამოვიკეთებთ. კარგად მესმის, რომ ტურინში თუნდაც ქულის აღება ურთულესი საქმეა, მაგრამ ჩვენ, მოედანზე მოსაგებად გავალთ.
"ნაპოლი" დიდ გუნდებთან უკეთესად თამაშობს, ვერ ვიტყვი, რომ ეს საუკეთესო ამბავია, მაგრამ ამ შემთხვევაში, კარგი იქნება თუ ტრადიციას არ დავარღვევთ. აი შემდეგ კი სტაბილურობა გვმართებს, ნებისმიერ მოედანზე და ნებისმიერ მეტოქესთან. "იუვე" შემოგვიტევს, მაგრამ დაცვაში არც ჩვენ ჩავჯდებით".
იუვენტუსი-ნაპოლი
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, პირლო, ვიდალი, მარკიზიო, დე ჩელიე - ვუჩინიჩი, მატრი.
ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, არონიკა - მაჯო, გარგანო, ინლერი, ცუნიგა - ჰამშიკი - ლავეცი, კავანი
სერია A. XXX ტური
31 მარტი
კატანია-მილანი 20.00
დისკვალიფიკაცია: მესბა, მუნტარი (მილანი).
ტრავმა: ბიაჯანტი, პოტენცა - ვან ბომელი, ტიაგო სილვა, პატო, ინძაგი, შტრასერი, კასანო, რომა, ფლამინი.
პარმა-ლაციო 22.45
დისკვალიფიკაცია: დიაკიტე (ლაციო).
ტრავმა: ფერარიო, მარიგა, პალადინო - კლოზე, სტანკევიჩუსი, ლულიჩი.
1 აპრილი
რომა-ნოვარა 14.30
დისკვალიფიკაცია: ჰაინცე - რიგონი.
ტრავმა: პიანიჩი, ბორინი, ბურდისო, ჟუანი, გრეკო, კასეტი, ლობონტი - ლუდი, მარიანინი, და სილვა.
ბოლონია-პალერმო 17.00
დისკვალიფიკაცია: პერესი, მუდინგაი, რაჯი - ბერტოლო.
ტრავმა: გარიჩი, კაზარინი, ანტონსონი - ბაჩინოვიჩი, სილვესტრი.
კალიარი-ატალანტა 17.00
დისკვალიფიკაცია: ასტორი (კალიარი).
ტრავმა: ელ ქაბირი, დესენა, რუი სამპაიო, ერიკსონი - ბრიგი, მარილუნგო, ბელინი, კაპელი, დენისი.
ფიორენტინა-კიევო 17.00
დისკვალიფიკაცია: ჩერჩი - სამარკო.
ტრავმა: კროლდრუპი, ფელიპე - ურიბე, მორერო, აჩერბი, გულანი, მოსკარდელი.
ინტერი-ჯენოა 17.00
ტრავმა: მაიკონი, სნეიდერი - კუჩკა, ანტონელი, გრანკვისტი, კონსტანტი.
ლეჩე-ჩეზენა 17.00
დისკვალიფიკაცია: ესპოზიტო (ლეჩე).
ტრავმა: კაროციერი, ოფერე, ჟულიო სერჟიო, ობოდო - პაროლო, გუანა, მარტინესი, იაკვინტა.
სიენა-უდინეზე 17.00
დისკვალიფიკაცია: ფლორო ფლორესი, ეკსტრანდი (უდინეზე).
ტრავმა: ბოლცონი, გონსალესი, ანჯელო, კალაიო - ბენეტია, ფერონეტი, ბადუ, ბასტა.
იუვენტუსი-ნაპოლი 22.45
ტრავმა: დონადელი (ნაპოლი).
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 29 19 6 4 59-23 63
2. იუვენტუსი 29 15 14 0 46-17 59
3. ლაციო 29 15 6 8 43-34 51
4. ნაპოლი 29 12 12 5 54-32 48
5. უდინეზე 29 13 9 7 40-27 48
6. რომა 29 13 5 11 42-35 44
7. კატანია 29 10 12 7 38-37 42
8. ინტერი 29 12 5 12 38-38 41
9. ატალანტა 29 10 13 6 33-29 37
10. პალერმო 29 10 6 13 41-46 36
11. კიევო 29 9 9 11 25-36 36
12. ბოლონია 29 9 9 11 31-35 36
13. კალიარი 29 8 10 11 29-36 34
14. ჯენოა 29 9 7 13 37-51 34
15. ფიორენტინა 29 8 9 12 29-35 33
16. სიენა 29 8 9 12 33-31 33
17. პარმა 29 7 11 11 35-46 32
18. ლეჩე 29 6 9 14 31-45 27
19. ნოვარა 29 5 9 15 24-46 24
20. ჩეზენა 29 4 6 19 18-47 18
შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა
ბომბარდირები
22 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 19 - დი ნატალე (უდინეზე), კავანი (ნაპოლი); 15 - დენისი (ატალანტა), პალასიო (ჯენოა); 14 - მილიტო (ინტერი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"