ედუარდო რეია: რომის "ლაციოს" სერიოზული პრობლემები აქვს

AutoSharing Option
"ლაციოს" მთავარი მწვრთნელი ედუარდო რეია შიშობს, რომ მისი გუნდი შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოხვდეს.

"პირველ ოც წუთში ორი გოლის გაშვება არ შეიძლება, თუკი რაიმე სერიოზულზე გაქვს პრეტენზია. ვერაფერს მივაღწევთ, თუ ასე გავაგრძელებთ. "პარმასთან" მატჩში გუნდს კონცენტრაცია არ ეყო.

მას შემდეგ რაც ანგარიში 2:1 გახდა, გათანბრების შანსი გვქონდა, მაგრამ მესამე გაშვებულმა გოლმა მატჩის გადარჩენის იმედები მოსპო.

ასეთი თამაშით ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოვიპოვებთ, ეს კი ნიშნავს, რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს. ძალიან ბევრ შეცდომებს ვუშვებთ", - განაცხადა რეიამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული