"პირველ ოც წუთში ორი გოლის გაშვება არ შეიძლება, თუკი რაიმე სერიოზულზე გაქვს პრეტენზია. ვერაფერს მივაღწევთ, თუ ასე გავაგრძელებთ. "პარმასთან" მატჩში გუნდს კონცენტრაცია არ ეყო.
მას შემდეგ რაც ანგარიში 2:1 გახდა, გათანბრების შანსი გვქონდა, მაგრამ მესამე გაშვებულმა გოლმა მატჩის გადარჩენის იმედები მოსპო.
ასეთი თამაშით ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოვიპოვებთ, ეს კი ნიშნავს, რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს. ძალიან ბევრ შეცდომებს ვუშვებთ", - განაცხადა რეიამ.