ვესლი სნეიდერი და დუგლას მაიკონი "ჯენოასთან" არ ითამაშებენ
AutoSharing Option
ანდრეა სტარამაჩიონისთვის მილანის "ინტერის" სადებიუტო მატჩში "შავლურჯებს" მცველი დუგლას მაიკონი და ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი ვერ დაეხმარებიან.
ჰოლანდიელ ფლეიმეიქერს ბარძაყის ტრავმა აქამდე არ მოუშუშებია. ბრაზილიელი მცველის თამაშის იმედი კი ბოლო წუთამდე ჰქონდათ, მაგრამ მან ამ მატჩისთვის გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს 30-ე ტურის მატჩში "ინტერი" "ჯენოას" მასპინძლობს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.