იტალია. სერია A. XXX ტური: "იუვენტუსმა" "ნაპოლი" მიწასთან გაასწორა, "მილანი" კი სიცილიაზე გააჩერეს

AutoSharing Option
ვიდეო
"კატანია"-"მილანის" პირველი ტაიმის შემდეგ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდს სკუდეტოსკენ მიმავალ გზაზე უკვე ვეღარაფერი შეაჩერებდა...

ლომბარდიული გრანდი უმძიმესი კალენდრის ფონზე ესტუმრა სიცილიას: "ბარსელონასთან" მომქანცველი დაპირისპირების შემდეგ და, რაც მთავარია, კატალონიურ გუნდთან განმეორებითი შეხვედრის წინ - ეს ის შემთხვევა გახლდათ, როდესაც პრაქტიკულად ყველაფერი მასპინძელთა წისქვილზე ასხამდა წყალს და თუ "მილანი" აქაც იოლად, დამაჯერებლად გაიმარჯვებდა, მაშინ ამ გუნდის საჩემპიონო შანსები, მინიმუმ, ერთი-ორად გაიზრდებოდა.

თუმცა მოხდა ის, რამაც ყველაზე მეტად "იუვენტუსის" გულშემატკივრები გაახარა - "მილანმა" ქულები დაკარგა და დაგვანახვა, რომ მასაც შეიძლება
დაუცდეს ფეხი. აქ არა იმდენად ქულათა სხვაობაში, არამედ სწორედ ამ განცდაშია საქმე: "როსონერი" ყველაფერს ვერ იგებს, "როსონერიმ" კიდევ შეიძლება დაკარგოს ქულები, ეს კი "ვეკია სენიორას" შანსია.

სიცილიური შლაგბაუმი
ტური სწორედ სიცილიური მატჩით დაიწყო, "კატანიამ" "მილანს" უმასპინძლა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქულები დააკარგვინა. შეხვედრა ფრედ დასრულდა, გუნდებმა კი თითო გოლი გაუტანეს ერთმანეთს.

პირველი ტაიმის საწყისი წუთები მაღალ ტემპში, ორმხრივ იერიშებში წარიმართა და მომენტებიც ორივე კართან შეიქმნა. თუმცა ტაიმის შუაწელს სტუმართა უპირატესობა გამოიკვეთა და ამას მოჰყვა კიდეც რობინიოს გოლი... ბრაზილიელი შემტევი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შეატოვა კიპერს პირისპირ და მასაც აღარ გასჭირვებია ბურთის კარში გადაგზავნა, 1:0.

ანტრაქტამდე ლომბარდიელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ სიცილიელთა კიპერი იყო მოწოდების სიმაღლეზე.

მეორე ტაიმი მასპინძლებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს, მალევე შექმნეს რამდენიმე სახიფათო მომენტი და 57-ე წუთზე სულაც ანგარიში გაათანაბრეს - მილანელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით სპოლიმ ისარგებლა და უძლიერესი დარტყმით კრისტიან აბიატის შანსი არ დაუტოვა, 1:1.

აი, ამის შემდეგ კი სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ. ბოლო ათწუთეულში სულაც შტურმი მოუწყვეს მეტოქეს, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა...

თუმცა იყო ერთი ეპიზოდი, რომელმაც უდიდესი რეზონანსი გამოიწვია - შეხვედრის დასრულებამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე რობინიო კიდევ ერთხელ დარჩა პირისპირ "კატანიას" მეკარესთან, მოატყუა კიდეც კარიცო და ბურთი კარში გადაგზავნა, თუმცა სიცილიელთა მცველმა გამოიდო თავი და კარის ხაზიდან გამოიტანა.

მაგრამ საქმეც მაგაშია, რომ ბურთმა მცირედით გადაკვეთა ხსენებული კარის ხაზი და მატჩის არბიტრებს გოლი უნდა ჩაეთვალათ. დიახ, ეს მეორე შემთხვევაა მიმდინარე სეზონში, როდესაც "როსონერის" გოლს არ უთვლიან და შეგვიძლია "იუვენტუსთან" პაექრობა გავიხსენოთ.

მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრი გაოგნებული გახლდათ:

"არ ვამბობ, რომ მსაჯები განგებ გვჩაგრავენ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დღევანდელი თამაშის შემდეგ ამას ვეღარც კონკურენტი გუნდის წარმომადგენლები იტყვიან.

მეორედ არ ჩაგვითვალეს 100%-იანი გოლი და მეორედ დავკარგეთ ამის გამო ქულები. რა გაეწყობა, ეს ფეხბურთია და ბედს უნდა შევურიგდეთ.

შეგირდთა ასპარეზობით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, რადგან მათ ყველაფერი გააკეთეს სამი ქულის მოსაპოვებლად. წინ უნდა ვიყუროთ, დაკარგული ჯერ არაფერია".

ლაციო არ ვარგა, მაგრამ...
რთული სათქმელია, როგორ ინარჩუნებს ასეთი "ლაციო" ადგილს ცხრილის ზედა ნაწილში - ედუარდო რეიას გუნდი არაფრად ვარგა და ეს "პარმასთან" დაპირისპირებაშიც ნათლად გამოჩნდა. ემილიელებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს, 3:1.

"პარმეზანული" გუნდიდან ორი გოლი "ლაციოს" ყოფილმა ფეხბურთელმა სერჯო ფლოკარიმ გაიტანა, მატჩის შემდეგ კი განაცხადა, რომ მასზე ბედნიერი ადამიანი დედამიწაზე არ დაიარება. როგორც ჩანს, სერჯოს თავისი ანგარიშები ჰქონდა რომაელებთან და ამად იყო, რომ ზემოტივირებულმა სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.

ცხვირი ჩამოუშვა ედი რეიამ და პრესასთან საუბარში შემდეგი განაცხადა:

"ჩვენს გუნდს უდიდესი პრობლემები აქვს. ეს რეალობაა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. თუ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვეთ, ეს უდიდესი სასწაული იქნება".

ფეხბურთია თუ...
სასწაულები ხდებოდა "ჯუზეპე მეაცაზე", სადაც "ინტერმა" ანდრეა სტრამაჩონის თავკაცობით პირველი შეხვედრა გამართა და "ჯენოა" მინიმალური სხვაობით დაამარცხა, 5:4.

დიახ, გენუური გუნდის დაცვა ჩვეულ სტიქიაშია, "ინტერიც" სრულ ქაოსშია და შედეგად, ვიხილეთ ცხრა გოლი, რომელთა აღწერისგან, თქვენი ნებართვით, თავს შევიკავებთ.

მხოლოდ ის აღვნიშნოთ, რომ გენუელებმა ოთხიდან სამი გოლი თერთმეტმეტრიანით გაიტანეს. რა შეიძლება ითქვას დასკვნის სახით? - არც არაფერი...

ნაპოლის კაპიტულაცია
ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც "იუვენტუსმა" "ნაპოლი" მიიღო და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. პიემონტელებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე და ამაზე სტატისტიკური მონაცემები ნათლად მეტყველებს.

მარტო ის რად ღირს, რომ მასპინძლებმა 19-ჯერ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით, სტუმრებმა კი მხოლოდ ოთხჯერ და იქიდან ყველა არაზუსტი გამოდგა.

გოლები ერთობ ეფექტური გამოვიდა და მოკლედ, ტურინული ფიესტა შედგა - რაც მთავარია, ანტონიო კონტეს გუნდმა ლიდერთან სხვაობა ორამდე შეამცირა, რამაც საჩემპიონო ორთაბრძოლა უკიდურესად დაძაბა.

იტალია. სერია A. XXX ტური
კატანია-მილანი 1:1 (იხილეთ ვიდეო)
კატანია (3-5-2): კარიცო - სპოლი, ლეგროტალიე, მოტა - მარკეზე, ალმირონი (90. სეიმური), ისკო, ლოდი, ბარიენტოსი (71. ლამა) - ბერგესიო, გომესი (85. ლანცაფამე).
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, მექსე, ბონერა, ანტონინი - ამბროზინი, აკვილანი (85. მაქსი ლოპესი), ნოჩერინო - ემანუელსონი (53. ბოატენგი) - რობინიო (73. ელ შაარავი), იბრაჰიმოვიჩი.
გოლები: 0:1 რობინიო (34), 1:1 სპოლი (57).
გაფრთხილება: მექსე, ამბროზინი.
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 14-9; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 12(2)-16(9); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 20 000

პარმა-ლაციო 3:1
პარმა (3-5-2): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი (90. სანტაკროჩე) - მარიგა (46. მორონე), ვალდესი, ბიაბიანი, გალოპა, გობი - ჯოვინკო, ფლოკარი (90. ოკაკა).
ლაციო (4-3-2-1): მარკეტი - კონკო, ბიავა, დიასი (17. სკალონი), რადუ - მათუზალემი, ლედესმა, გონსალესი - მაური (69. ერნანესი) - კოზაკი, როკი (62. ალფარო).
გოლები: 1:0 მარიგა (6), 2:0 ფლოკარი (12), 2:1 სკალონი (37), 3:1 ფლოკარი (72).
გაფრთხილება: ლუკარელი, ვალდესი - კონკო, სკალონი.
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 23-18; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 11(5)-6(4); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 14 000

რომა-ნოვარა 5:2
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - ტადეი, კიაერი, დე როსი, ანხელი - გაგო, სიმპილისიო (58. პეროტა), მარკინიო - ოსვალდო, ტოტი (83. ვივიანი), ბოიანი (63. ლამელა).
ნოვარა (4-4-2): უიკანი (46. ფონტანა) - მორგანელა, ლიზუძო, პაჩი, გარსია - ჯემიტი, პეშე, პორკარი, იენსენი (65. მაძარანი) - ჯედა (60. მორიმოტო), კარაჩოლო.
გოლები: 0:1 კარაჩოლო (17), 1:1 მარკინიო (25), 2:1 ოსვალდო (34), 3:1 სიმპილისიო (56), 4:1 ბოიანი (62), 4:2 მორიმოტო (78), 5:2 ლამელა (90).
გაფრთხილება: ბოიანი - პაჩი.
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 6-14; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 18(8)-14(6); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 40 000

ბოლონია-პალერმო 1:3
ბოლონია (3-4-2-1): ჟილე - სორენსენი, პორტანოვა, კერუბინი - პულცეტი (82. ხიმენესი), მორლეო, კრხინი (46. კონე), ტაიდერი - რამირესი, დიამანტი - დი ვაიო (73. აკვაფრესკა).
პალერმო (3-5-2): ვივიანო - ლაბრინი, მუნიოსი, მანტოვანი - პიზანო (23. მილანოვიჩი), მილიაჩო (61. ბუდანი), ბარეტო, დონატი, აგუირეგარაი (46. დელა როკა) - ილიჩიჩი, ერნანდესი.
გოლები: 1:0 სორენსენი (50), 1:1 ბუდანი (68), 1:2 ერნანდესი (76), 1:3 ილიჩიჩი (86).
გაფრთხილება: ტაიდერი - დონატი, ბარეტო, ერნანდესი.
გაძევება: მანტოვანი (81. პალერმო).
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 18-19; თამაშგარე: 9-2; კარში დარტყმა: 11(3)-9(3); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 22 000

კალიარი-ატალანტა 2:0
კალიარი (4-3-1-2): აგაცი (48. ავრამოვი) - პიზანო, არიაუდო, კანინი, აგოსტინი - კონტი, ეკდალი, ნაინგოლანი - კოსუ - პინილია (82. ლარივეი), რიბეირო (74. იბარბო).
ატალანტა (4-4-2): კონსილი - მანფრედინი, რაიმონდი (76. ლუკინი), სტენდარდო, პელუზო - ჩიგარინი (68. კაცოლა), სკელოტო, კარმონა, მორალესი - ტირიბოკი (76. კაროცა), გაბიადინი.
გოლები: 1:0 კონტი (11), 2:0 პინილია (55).
გაფრთხილება: რაიმონდი, მანფრედინი (ატალანტა).
კუთხური: 4-9; ჯარიმა: 15-20; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 11(7)-13(7); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 9 000

ფიორენტინა-კიევო 1:2
ფიორენტინა (4-3-3): ბორუცი - კასანი, ნატალი, გამბერინი, პასკუალი - მარკიონი (70. ლაძარი), მონტოლივო, ბერამი - იოვეტიჩი, ვარგასი, ამაური (46. ლიაიჩი).
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - დრამე, ცეზარი, ფრეი (78. სარდო), დაინელი - ბრედლი, ლუსიანო (68. ჰეტემაი), რიგონი - კრუსადო - პალოსკი, პელისიერი.
გოლები: 0:1 პელისიერი (24), 1:1 ლიაიჩი (71), 1:2 რიგონი (88).
გაფრთხილება: მარკიონი, მონტოლივო, იოვეტიჩი - ცეზარი, დაინელი, რიგონი.
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 21-17; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 10(2)-8(4); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 18 000

ინტერი-ჯენოა 5:4 (იხილეთ ვიდეო)
ინტერი (4-3-3): ჟულიო სეზარი - ძანეტი, ლუსიო, სამუელი, კივუ - პოლი, სტანკოვიჩი (60. გუარინი), კამბიასო - სარატე (80. კასტელაცი), ფორლანი (75. ობი), მილიტო.
ჯენოა (4-3-3): ფრეი - მორეტი, კარვალიო, კალაძე, მესტო - ბიონდინი (82. ხორკერა), ველოზო (46. იანკოვიჩი), ბელუსკი - სკული, პალასიო, ჯილარდინო.
გოლები: 1:0 მილიტო (13), 2:0 მილიტო (27), 3:0 სამუელი (38), 3:1 მორეტი (45), 3:2 პალასიო (59-პენ.), 4:2 სარატე (74), 4:3 ჯილარდინო (80-პენ.), 5:3 მილიტო (85-პენ.), 5:4 ჯილარდინო (90-პენ.).
გაფრთხილება: ლუსიო, პოლი - მესტო, მორეტი, პალასიო, იანკოვიჩი.
გაძევება: ჟულიო სეზარი (79) - ბელუსკო (84).
კუთხური: 2-9; ჯარიმა: 17-11; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 18(9)-11(8); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 50 000

ლეჩე-ჩეზენა 0:0
ლეჩე (4-4-2): ბენასი - ოდო, მილიონიკო, ტომოვიჩი, კუადრადო - ჯაკომაცი, ბლაზი (82. კორვია), ბრივიო, დელვეკიო (57. ბერტოლაჩი) - მურიელი (64. ბოჟინოვი), დი მიკელე.
ჩეზენა (4-4-2): ანტონიოლი - კომოტო, მორასი, ფონ ბერგენი, პუდილი - კოლუჩი, არიგონი, სანტანა (82. დელ ნერო), მარტინიო (64. დოკოვიჩი) - მუტუ, მალონგა (74. რენელა).
გაფრთხილება: ტომოვიჩი, კუადრადო, დი მიკელე - პუდილი, დოკოვიჩი.
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 19(6)-15(3); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 12 000

სიენა-უდინეზე 1:0
სიენა (4-4-2): პეგოლო - კონტინი, ტერცი, როსეტინი, ჯორჯი (60. მანინი) - დელ გროსო (50. როსი), გაცი, ვერგასოლა, ბრიენცა - დესტრო, ლარონდო (79. პარავიჩინი).
უდინეზე (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - კოდა (79. აბდი), დანილო, დომიცი - პერეირა (74. ბარეტო), პაციენცა, ასამოა, პინცი, არმერო - ფაბრინი (61. ტორიე) - დი ნატალე.
გოლი: 1:0 დესტრო (70).L
გაფრთხილება: როსეტინი, ბრიენცა, ლარონდო - ჰანდანოვიჩი, პინცი, ბარეტო.
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 11(3)-11(2); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი:
გოლები: 11 000.

იუვენტუსი-ნაპოლი 3:0 (იხილეთ ვიდეო)
იუვენტუსი (3-5-3): ბუფონი - ბონუჩი, ბარცალი, კიელინი - დე ჩელიე, მარკიზიო, პირლო, ვიდალი, ლიხტშტაინერი (66. კასერესი) - ვუჩინიჩი (84. დელ პიერო), ბორიელო (70. კვალიარელა).
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, არონიკა - ცუნიგა, მაჯო (25. დოსენა), ინლერი (62. პანდევი), გარგანო - ლავეცი, ჰამშიკი (71. ჯემაილი), - კავანი.
გოლები: 1:0 ბონუჩი (54), 2:0 ვიდალი (75), 3:0 კვალიარელა (83).
გაფრთხილება: ლიხტშტაინერი, ვიდალი, მარკიზიო, დე ჩელიე - კანავარო, გარგანო.
გაძევება: ცუნიგა (86. ნაპოლი).
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 18-19; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 19(9)-4(0); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი:
გოლები: 40 000.

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 30 19 7 4 60-24 64
2. იუვენტუსი 30 16 14 0 49-17 62
3. ლაციო 30 15 6 9 44-37 51
4. ნაპოლი 30 12 12 6 54-35 48
5. უდინეზე 30 13 9 8 40-28 48
6. რომა 30 14 5 11 47-37 47
7. ინტერი 30 13 5 12 43-42 44
8. კატანია 30 10 13 7 39-38 43
9. პალერმო 30 11 6 13 44-47 39
10. კიევო 30 10 9 11 27-37 39
11. ატალანტა 30 10 13 7 33-31 37
12. კალიარი 30 9 10 11 31-36 37
13. სიენა 30 9 9 12 34-31 36
14. ბოლონია 30 9 9 12 32-38 36
15. პარმა 30 8 11 11 38-47 35
16. ჯენოა 30 9 7 14 41-56 34
17. ფიორენტინა 30 8 9 13 30-37 33
18. ლეჩე 30 6 10 14 31-45 28
19. ნოვარა 30 5 9 16 26-51 24
20. ჩეზენა 30 4 7 19 18-47 19

შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა

ბომბარდირები
22 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 19 - დი ნატალე (უდინეზე), კავანი (ნაპოლი); 17 - მილიტო (ინტერი); 16 - პალასიო (ჯენოა).

მომდევნო ტური
7 აპრილი: ჩეზენა-ბოლონია, კიევო-კატანია, მილანი-ფიორენტინა, ნოვარა-ჯენოა, კალიარი-ინტერი, უდინეზე-პარმა, ლეჩე-რომა, ატალანტა-სიენა, პალერმო-იუვენტუსი, ლაციო-ნაპოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული