ტურინის "იუვენტუსი" ანხელ დი მარიას შეძენას შეეცდება

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი" ზაფხულში მილოშ კრასიჩისა და ელიერო ელიას გაყიდვით დაახლოებით 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ამ ფულით ტურინელები მადრიდის "რეალის" არგენტინელი ფეხბურთელის, ანხელ დი მარიას შეძენას აპირებენ.

"ბებერ ქალბატონს" თავიდან არიენ რობენის ყიდვა სურდა, თუმცა ჰოლანდიელმა მიუნხენის "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა. ამიტომ იტალიელები "სამეფო კლუბის" ჰავბეკზე გადაერთვნენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში დი მარიამ "რეალის" მაისურით 21 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

მომზადებულია Tuttosport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული