ვალტერ მაძარი: "იუვენტუსმა" დაცვაში იდეალურად ითამაშა

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაძარი "იუვენტუსთან" მარცხის (0:3) შემდეგ, მეორე გაშვებულ გოლამდე, თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო.

ამასთან, სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მის გუნდს თამაში ტურინელთა დაცვის კარგი გარჯის გამო არ გამოუვიდა.

"ტურინში "იუვენტუსთან" დამარცხება სრულიად შესაძლებელია, მაგრამ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ეს როგორ მოხდება. მეორე გაშვებულ გოლამდე "იუვეს" თანაბრად ვეთამაშებოდით, შემდეგ კი თამაშის რიტმიდან ამოვვარდით.

მიმდინარე სეზონში ამდენი მატჩის ჩატარების შემდეგ სიმწვავე დაგვაკლდა, ტურინელები კი დაცვაში უბადლოდ მოქმედებდნენ. ჯორჯო კიელინის ერთბაშად  სამი ფეხბურთელის დაჭერა შეუძლია. მისი ჩამოტოვება, უბრალოდ, შეუძლებელია.

პირველი გოლის
ეპიზოდშიც არ გაგვიმართლა, მაგრამ გათანაბრებას ვცდილობდით. თუმცა არტურო ვიდალის საოცარი გოლის შემდეგ უკვე თამაშის რიტმიდან აშკარად ამოვვარდით.

კავანი ამ შეხვედრაში დაცვას ძალიან ბევრს ეხმარებოდა, თუმცა შესაძლოა, ჩემმა თავდამსხმელებმა ადრინდელი სიმწვავე დაკარგეს და ძველებურად თავდაჯერებულნი აღარ არიან", - განაცხადა მაძარიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული