ხავიერ ძანეტი: ჟოზე მოურინიოს დავიწყება შეუძლებელია

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ "ჯენოასთან" (5:4) იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურში გამარჯვების შემდეგ "ნერაძურის" ყოფილი თავკაცი ჟოზე მოურინიო გაიხსენა და გუნდის ახალ მწვრთნელს, ანდრეა სტრამაჩიონის მხარი დაუჭირა.

"ჟოზე მოურინიოსნაირი მწვრთნელის დავიწყება შეუძლებელია, იმის გათვალისწინებით, თუ რა გააკეთა მან გუნდისთვის. თუმცა ახლა ჩვენი მწვრთნელი ანდრეა სტრამაჩიონია და მისი ხელმძღვანელობით სეზონი, რაც შეიძლება კარგად უნდა ჩავამთავროთ. ამ სპეციალისტს პატივს ვცემ.

რაც შეეხება "ჯენოასთან" მატჩს, ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და შედეგით კმაყოფილი ვარ", - თქვა ძანეტიმ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული