შვედი ფეხბურთელის თქმით, პორტუგალიელი არგენტინელს ნიჭიერებით ვერ შეედრება.
"მესი ნამდვილი ტალანტია, რონალდო კი წარმატებებს ვარჯიშის წყალობით აღწევს", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
ფეხბურთელმა იმაზეც ისაუბრა, რატომ არ მღერის შვედეთის ჰიმნს ნაკრების ოფიციალური მატჩების წინ:
"იმ წუთებში მხოლოდ მომავალ მატჩზე ვარ კონცენტრირებული. ამას გარდა, სიტყვები არ ვიცი".