ანტონიო კასანომ ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო

AutoSharing Option
"მილანისა" და იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ, რომელიც გულზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ ნელ-ნელა მწყობრში დგება, სპორტული ექიმების ნაციონალური ასოციაციისგან თამაშის ნებართვა მიიღო.

სხდომამ, რომელიც ათი ექსპერტისგან შედგებოდა, დეტალურად გამოიკვლია ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მას მოედანზე გასვლის ნება დართო.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ფეხბურთელმა თავი ცუდად "რომასთან" გასვლითი მატჩის შემდეგ იგრძნო და ნოემბრის დასაწყისში ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. იანვარში კასანომ ვარჯიში დაიწყო, ხოლო 29 მარტს გუნდის საერთო ჯგუფთან ერთად ივარჯიშა.

"მილანის" შემადგენლობაში საბოლოო დაბრუნებისთვის ფორვარდს სპორტული მედიცინის ინსტიტუტის სპეციალისტების დადებითი დასკვნაც სჭირდება.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული