სერია A. XXX ტურის შეჯამება: "იუვე" VS "მილანი" გრძელდება

AutoSharing Option
ქვემოთ სერია A-ს მორიგი ტურის სიმბოლურ ნაკრებზე, გმირზე, ციფრებსა და ფაქტებზე გვექნება საუბარი. ამასთან, ყველაზე აქტუალურ და სასიამოვნო თემას გამოვეხმაურებით, რომელიც ანტონიო კასანოს დაბრუნებას შეეხება.

დიახ, იტალიის ნაკრებისა და "მილანის" ფორვარდი ფეხბურთს უბრუნდება და ამ თემას გვერდს ვერაფრით ავუვლიდით. დანარჩენს ქვემოთ გაეცნობით...

კასანოს მწვანე აუნთეს
არაერთხელ გაცნობეთ იმის შესახებ, რომ ანტონიო კასანოს სარეაბილიტაციო პერიოდი წარმატებულად მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის ნაკრებისა და "მილანის" ფორვარდს სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო, რის შემდეგაც ზუსტად გვეცოდინებოდა მისი დაბრუნების თარიღი. გუშინ ანტონიოს დეტალური
გამოკვლევა ჩაუტარდა და გაცხადდა, რომ მას უკვე შეუძლია მოედანზე დაბრუნება...

კასანომ პრესას კომენტარი მისცა და დროა, სიტყვა მას გადავცეთ:

"საოცარი დღეა, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ფეხბურთის თამაში დღეს დავიწყე. ემოციებით ვარ აღსავსე და მინდა ჩემი სიხარული ყველას გავუზიარო. ბევრი ფიქრობდა, რომ ფეხბურთს საერთოდ ვეღარ დავუბრუნდებოდი. უმეტესობა კი თვლიდა, რომ მინიმუმ, სეზონის ბოლომდე ლაზარეთში მომიწევდა ყოფნა. აპრილის დასაწყისია და მითხრეს, რომ შემიძლია მოედანზე გავიდე. ეს კი რწმენამ მოიტანა - ერთი წუთითაც არ დამიშვია, რომ მიმდინარე სეზონში "მილანის" დახმარებას ვეღარ შევძლებდი. იმედი მაქვს, ფორმას მალე აღვიდგენ და ეროვნულ ნაკრებშიც დავიბრუნებ ადგილს".

ტურის სიმბოლური ნაკრები
კარიცო (კატანია) - ძაკარდო (პარმა), ბონუჩი (იუვენტუსი), სპოლი (კატანია), ანტონინი (მილანი) - ვიდალი (იუვენტუსი), მარიგა (პარმა), მარკინიო (პარმა) - ფლოკარი (პარმა), მილიტო (ინტერი), ოსვალდო (რომა).

ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ტურის სიმბოლურ ნაკრებში ოთხი მცველი მოხვდა და არა სამი - ეს კი იმის მანიშნებელია, რომ გასულ უქმეებზე ნახევარმცველებმა ვერ გაიბრწყინეს და ერთი ადგილი სწორედ მცველებს დაუთმეს. ბონუჩიმ და სპოლიმ თავიანთი უშუალო მოვალეობები ბრწყინვალედ შეასრულეს; ამასთან, გოლები გაიტანეს და თანაც, ძალიან მნიშვნელოვანი; ბონუჩიმ "ნაპოლისთან" შეხვედრაში გახსნა ანგარიში და "იუვეს" გამარჯვებას დაუდო სათავე, სპოლიმ კი "მილანს" გაუთანაბრა და "კატანიას" ქულა მოუტანა.

ფლანგებზე ძაკარდოს და ანტონინის ვხედავთ. გოლები ვერა, მაგრამ დაცვაში ბრწყინვალედ გაისარჯნენ და დაიმსახურეს კიდეც ადგილი რჩეულთა შორის.

შუა ხაზში ვიდალი, მარიგა და მარკინიო გავამწესეთ. სამივემ გოლი გაიტანა და ამით ყველაფერია ნათქვამი. რაც შეეხება თავდასხმას, პაბლო ოსვალდო, სერჯო ფლოკარი და დიეგო მილიტო უნდა გამოვარჩიოთ - პირველმა ერთხელ შეარხია მეტოქის კარი, მეორე დუბლი შეასრულა, მესამემ კი სულაც ჰეთთრიკით დაგვამახსოვრა თავი. სწორედ მესამეზე ვისაუბრებთ ქვემოთ…

ტურის გმირი
ტურის გმირი დიეგო მილიტო გახლავთ - ფორვარდი, რომელმაც "ჯენოასთან" პაექრობაში ჰეთთრიკი შეასრულა და "ინტერს" ასე ნანატრი გამარჯვება მოაპოვებინა. ეს იყო პირველი მატჩი ანდრეა სტრამაჩონისთვის მილანური გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რომელიც წარმატებული გამოდგა. მართალია, ლომბარდიელებმა ერთობ უცნაური ანგარიშით გაიმარჯვეს (5:4), მაგრამ მოგება მოგებაა და მისთვის სამ ქულას იძლევიან.

დიეგო მილიტომ ორი გოლი თამაშიდან გაიტანა, მესამე თერთმეტმეტრიანით შეაგდო და ნამატჩევს პრესას შემდეგი განუცხადა: "ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ემოციური შეხვედრა, რომელშიც ოდესმე მონაწილეობა მიმიღია. ბედნიერი ვარ, რომ გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე. შედეგად კი ახალ მწვრთნელს წარმატებული დებიუტი გამოუვიდა. ანდრეა სტრამაჩონიმ ენთუზიაზმით აგვავსო და ჩემი ასეთი შედეგიანი თამაშიც დიდწილად ამის დამსახურებაა".

ტურის ფრაზა
ენრიკო პრეციოზი (ჯენოას პრეზიდენტი "ინტერთან" 5:4-ზე წაგებული მატჩის შემდეგ): "ვერაფრით გავიგე, რა უხაროდა მასიმო მორატის, "ინტერმა" საშინლად ითამაშა".

გლობალური სტატისტიკა
საუკეთესო დასწრება:
XVIII ტური მილანი-ინტერი, 80 000 გულშემატკივარი.

ყველაზე დაბალი დასწრება:
XVII ტური კალიარი-ჯენოა, XVIII კიევო-პალერმო, XIX კალიარი-ფიორენტინა, XXII ლეჩე-ბოლონია, XXIII კალიარი-პალერმო, XXV კალიარი-ლეჩე, 6 000 გულშემატკივარი.

ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება:
ნაპოლი-ჯენოა 6:1 (I ტური), ინტერი-პარმა 5:0 (XVII).

ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება:
ფიორენტინა-იუვენტუსი 0:5 (XXVIII ტური).

ყველაზე უხვგოლიანი თამაში:
ნაპოლი-კალიარი 6:3 (XXVII), ინტერი-ჯენოა 5:4 (XXX).

სერიები
მოგება: იუვენტუსი - 3 თამაში
წაგება: ბოლონია - 2
წაუგებლად: იუვენტუსი - 30
მოუგებლად: ჩეზენა - 12

გუნდური სტატისტიკა
საუკეთესო თავდასხმა: 60 გოლი - მილანი; 54 - ნაპოლი; 49 - იუვენტუსი.
საუკეთესო დაცვა: 17 გაშვებული - იუვენტუსი; 24 - მილანი; 28 - უდინეზე.
უარესი თავდასხმა: 18 გოლი - ჩეზენა; 26 - ნოვარა; 27 - კიევო.
უარესი დაცვა: 56 გაშვებული - ჯენოა, 51 - ნოვარა; 47 - ჩეზენა, პარმა, პალერმო.
ზუსტი გადაცემები: 16160 - იუვენტუსი; 16146 - მილანი; 15853 - რომა.
კარის მიმართულებით დარტყმები: 563 - იუვენტუსი; 476 - რომა; 472 - მილანი.
კარში დარტყმები: 198 - იუვენტუსი; 182 - მილანი; 151 - ნაპოლი.

ინდივიდუალური სტატისტიკა
ბომბარდირები
22 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 19 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე), ედინსონ კავანი (ნაპოლი); 17 - დიეგო მილიტო (ინტერი); 16 - როდრიგო პალასიო (ჯენოა); 15 - ხერმან დენისი (ატალანტა); 13 - მიროსლავ კლოზე (ლაციო); 12- სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა), ფაბრიციო მიკოლი (პალერმო).

ასისტენტები

12 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 10 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 8 - პაბლო არმერო (უდინეზე); 7 - ანტონიო კასანო (მილანი), მირალემ პიანიჩი (რომა), მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი), რობინიო (მილანი), ხუან მანუელ ვარგასი (ფიორენტინა), სებასტიან ჯოვინკო (პარმა).

ზუსტი პასები

2390 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 1977 - კრისტიან ლედესმა (ლაციო); 1817 - რიკარდო მონტოლივო (ფიორენტინა); 1705 - ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი); 1687 - ფრანჩესკო ლოდი (კატანია); 1666 - დანიელე დე როსი (რომა); 1618 - ტიაგო სილვა (მილანი).

კარის მიმართულებით დარტყმები
131 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 106 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 105 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 97 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 96 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 91 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო).

კარში დარტყმები

56 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 51 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 41 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 37 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 36 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა), სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 33 - ხერმან დენისი (ატალანტა); 30 - მიროსლავ კლოზე (ლაციო).

ჯარიმები

70 - ლუკა ჩიგარინი (ატალანტა); 69 - ვალონ ბერამი (ფიორენტინა), მატია დესტრო (სიენა); 67 - პერპარიმ ჰეტემაი (კიევო); 64 - გაბი მუდინგაი (ბოლონია); 61 - დანიელე კონტი (კალიარი), გილიერმო ჯაკომაცი (ლეჩე); 59 - ხუან კუადრადო (ლეჩე), გილიერმო ჯაკომაცი (ლეჩე).

ციფრები და ფაქტები

გასული ტურის 10 მატჩში კარის მიმართულებით 239 დარტყმა განხორციელდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია მიმდინარე სეზონში;

2012 წელს დიეგო მილიტოს ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი - მის ანგარიშზე 13 შედეგიანი დარტყმაა;

მაურო სარატემ პირველი გოლი გაიტანა "ინტერის" მაისურით სერია A-ში;

"ჯენოას" 9 მატჩია, არ მოუგია;

"იუვენტუსმა" რეკორდი გაიუმჯობესა - 31 თამაში მარცხის გარეშე;

"იუვენტუსმა" 11 შეხვედრაში დაასრულა პირველი ტაიმი ნულოვანი ფრეთი. ყველა ამ პაექრობაში ტურინულმა გრანდმა კარი მშრალად შეინახა;

"კატანიას" 8 მატჩია, არ წაუგია. ეს გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგის გამეორებაა;

"მილანს" "კატანიასთან" გასვლითი მატჩი 1963 წლის შემდეგ არ წაუგია;

რობერტო დონადონიმ მე-100-ჯერ გაიყვანა გუნდი მთავარი მწვრთნელის რანგში;

მაკდონალდ მარიგამ "პარმადან", ლიონელ სკალონიმ "ლაციოდან", მარკინიომ "რომადან", ფრედრიკ სორენსენმა "ბოლონიადან", გაიტანეს პირველი გოლები სერია A-ში;

"ლაციოს" არცერთი მატჩი არ დაუსრულებია ფრედ 2012 წელს;

"პალერმომ" პირველი გასვლითი მატჩი მოიგო გასული წლის 15 მაისის შემდეგ;

"ატალანტასთან" მარცხით "კალიარიმ" 8-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა;

"ჩეზენას" 12 თამაშია, არ მოუგია;

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 30 19 7 4 60-24 64
2. იუვენტუსი 30 16 14 0 49-17 62
3. ლაციო 30 15 6 9 44-37 51
4. ნაპოლი 30 12 12 6 54-35 48
5. უდინეზე 30 13 9 8 40-28 48
6. რომა 30 14 5 11 47-37 47
7. ინტერი 30 13 5 12 43-42 44
8. კატანია 30 10 13 7 39-38 43
9. პალერმო 30 11 6 13 44-47 39
10. კიევო 30 10 9 11 27-37 39
11. ატალანტა 30 10 13 7 33-31 37
12. კალიარი 30 9 10 11 31-36 37
13. სიენა 30 9 9 12 34-31 36
14. ბოლონია 30 9 9 12 32-38 36
15. პარმა 30 8 11 11 38-47 35
16. ჯენოა 30 9 7 14 41-56 34
17. ფიორენტინა 30 8 9 13 30-37 33
18. ლეჩე 30 6 10 14 31-45 28
19. ნოვარა 30 5 9 16 26-51 24
20. ჩეზენა 30 4 7 19 18-47 19

შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა

მომდევნო ტური

7 აპრილი: ჩეზენა-ბოლონია, კიევო-კატანია, მილანი-ფიორენტინა, ნოვარა-ჯენოა, კალიარი-ინტერი, უდინეზე-პარმა, ლეჩე-რომა, ატალანტა-სიენა, პალერმო-იუვენტუსი, ლაციო-ნაპოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული