განსაკუთრებული სიხარული ბოლო ორ საყაიმო შედეგს მოჰყვა - ჯერ ნეაპოლში "ნაპოლისთან", შემდეგ კი "სტადიო ანჯელო მასიმიმონზე" "მილანის" წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ სიცილიელები ორივე თამაშს აგებდნენ და შეძლეს ანგარიშის გათანაბრება.
კლუბის მესვეურები ვინჩენცო მონტელას მუშაობით კმაყოფილნი არიან. მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას აპირებენ და ამას არც ჟურნალისტებთან მალავენ. ეს საკითხი კი იმად გახლავთ აქტუალური, რომ მონტელას გადაბირება გაცილებით უფრო ამბიციურ გუნდებს სურთ და ამის შესახებ პრესაში ინტენსიურად ვრცელდება ცნობები.
აი, რას
"მონტელამ სწორი პოლიტიკა აირჩია, რამაც შედეგი მალევე გამოიღო. პირველ რიგში, ფსიქოლოგიური სამუშაო ჩაატარა და დაარწმუნა შეგირდები, რომ მაღალი მიზნების მიღწევა შეეძლოთ.
სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ ასე სწრაფად აუღებდა ალღოს სამუშაოს და გუნდს თავის ხელს დაატყობდა. ჩემი სურვილია, რომ მასთან ხელშეკრულება გავახანგრძლივოთ და ჩვენთან რაც შეიძლება დიდი ხნით დავიტოვოთ. ვიცი, რომ მასზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ მჯერა, ვინჩენცო არჩევანს ჩვენზე გააკეთებს. "კატანია" მაშინ დაუდგა გვერდით, როდესაც მშობლიური გუნდიდან გამოუშვეს. მონტელა მადლიერი ადამიანია და დარწმუნებული ვარ, აქედან წასვლის სურვილი არ აქვს".
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ვინჩენცო მონტელას მუშაობით აღფრთოვანებულია "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტუსი. რას უნდა ნიშნავდეს ეს? - დაახლოებით გასაგებია, მაგრამ მოდით, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ და უბრალოდ, მოვუსმინოთ სენიორ აურელიოს: "მონტელას მუშაობას ყურადღებით ვადევნებ თვალს და არ შემიძლია, რომ აღფრთოვანება არ გამოვხატო.
ტაქტიკურად იდეალურად არის განსწავლული, უამრავი იდეა აქვს, რომლის მოედანზე გადატანას ახერხებს და რაც მთავარია, ყველაფერ ამას შედეგი მოაქვს. ხომ არ ვაპირებ მისთვის სამსახურის შეთავაზებას? - "ნაპოლის" ვალტერ მაცარი უდგას სათავეში და მისი მუშაობით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მომავალში გამორიცხული ნამდვილად არაფერია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"