ფლორენციული გუნდი არც სეზონის პირველ ნახევარში ბრწყინავდა, მაგრამ წელს კიდევ უფრო მძიმე კრიზისში ჩაეფლო და თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა, სულაც სერია B-ში ამოჰყოს თავი. "ვიოლა" მე-17 ადგილამდე დაეშვა, რამაც ფლორენციელ გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ხუმრობა საქმე ხომ არაა, ტოსკანელებს გასავარდნი ზონისგან მხოლოდ ერთი ადგილი და ხუთი ქულა აშორებთ.
"ფიორენტინამ" გასულ ტურში უმოტივაციო "კიევო" მიიღო და, ბევრისთვის მოულოდნელად, საშინაო მარცხი იწვნია (1:2). იტალიური პრესის
აღშფოთებულმა როსიმ გულშემატკივრებთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა ტიფოზებისგან უარი მიიღო, სალაპარაკო არაფერი გვაქვსო... მწვრთნელს მხარდაჭერა "ვიოლას" ფორვარდმა კარვალიო ამაურიმ გამოუცხადა:
"ძალიან ცუდად ვთამაშობთ და შედეგიც შესაბამისი გვაქვს, მაგრამ ამაში არა დელიო როსი, არამედ ფეხბურთელები ვართ დამნაშავეები.
"კიევოსთან" რაღაც დავაკელით, რაღაც ისევ ვერ მივიყვანეთ ბოლომდე და მორიგი მარცხი ვიწვნიეთ. დამიჯერეთ, როდესაც მოთამაშეები ამდენ შეცდომას უშვებენ, იქ მწვრთნელი ვერაფერს გახდება. მიუხედავად ყველაფრისა, ტრაგედია არ უნდა შევქმნათ და მომავალს ოპტიმისტურად შევხედოთ - ჩვენ შეგვწევს იმის ძალა, რომ კრიზისი დავძლიოთ და სერია A-ში ადგილი შევინარჩუნოთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"