რიისეს ოსლოური არდადეგები

AutoSharing Option
"რომას" ნორვეგიელი მცველი იონ არნე რიისე მშობლიურ ოსლოში კიდევ რამდენიმე დღით შეყოვნდება. ნორვეგიელი ექიმების რჩევით, ტრავმირებულ ფეხბურთელს დამატებითი სამედიცინო ტესტირება ჩაუტარდება. ბუნებრივია, რიისემ ეს გადაწყვეტილება "რომას" ხელმძღვანელების თანხმობის შემდეგ მიიღო.

გარდა ამისა, "მგლების" უფროსობამ 29 წლის უკანახაზელს რამდენიმედღიანი შვებულებაც მისცა, ასე რომ რიისე ოჯახურ წრეში კიდევ ერთ კვირას გაატარებს უქმეებზე კი რომში კლუბის ბაზაზე გამოცხადდება. რაც შეეხება მის ტრავმას, ექიმები ვარაუდობენ, რომ ფეხბურთელი მწყობრში დაახლოებით ერთ თვეში ჩადგება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული