დელიო როსის ხელში ფლორენციელები სატურნირო ცხრილის ფსკერზე დაეშვნენ და თუ ასე გააგრძელეს, შესაძლოა, სერია B-შიც კი დაქვეითდნენ.
შესაბამისად, სულაც არ არის გასაკვირი, რომ კლუბის პრეზიდენტი, ანდრეა დელა ვალე სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს.
"კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტი სპალეტის რუსეთში შეეხმიანა და მის ფლორენციაში შესაძლო გადაბარგებაზე ჩამოუგდო სიტყვა, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო:
"უცხოეთში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და სიმართლე გითხრათ,
მქონდა რამდენიმე შემოთავაზება სერია A-ს გუნდებიდან, მაგრამ ფლორენციიდან ჯერჯერობით არავინ შემხმიანებია. ვნახოთ, შეიძლება გამოჩნდნენ კიდეც და ალბათ დავილაპარაკებთ... წინადადების განხილვას წინ არაფერი უდგას, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ამ ეტაპზე სერია A-ში მუშაობის პერსპექტივა არ მხიბლავს. უცხოეთში ძალიან დიდ გამოცდილებას ვიღებ, რაც მომავალში წინ დამხვდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"