ვალტერ მაძარი რომის "ლაციოსთან" მატჩში ტაქტიკურ სიურპრიზს ამზადებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ სერია A-ს გასვლით მატჩში რომის "ლაციოსთან", რომელშიც სატურნირო ცხრილში მესამე ადგილის ბედი დიდწილად გადაწყდება, შესაძლოა ტაქტიკური სქემა კარდინალურად შეცვალოს.

ნეაპოლელები რომაელებს სამი ქულით ჩამორჩებიან და ფრე არ აწყობთ.

მაძარი ანდრეა დოსენას, კრისტიან მაჯოს, ხუან ცუნიგას, ვალტერ გარგანოს და მარკო დონელიას ვერ დაეყრდნობა. სპეციალისტი სამი მცველით თამაშის ტრადიციული სქემის შეცვლას და სამი საყრდენი ნახევარმცველით თამაშს აპირებს, რომელთაგან ორი შეტევებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული