მასიმილიანო ალეგრი: "მილანმა" მოულოდნელი მარცხი განიცადა

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "ფიორენტინასთან" (1:2) საშინაო მარცხის შემდეგ თამაშის შედეგით იმედგაცრუებული დარჩა.

"მოულოდნელი მარცხი ვიწვნიეთ და ეს "ფიორენტინას" დამსახურებაა, რომელმაც თამაში გაგვირთულა. ჩემი გუნდი დაღლილი ჩანდა, მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება ძალიან მალე მივეცით.

მოგებას ვცდილობდით და ძალიან ვჩქარობდით. ფეხბურთელებს მოკლე გადაცემებით თამაში ვთხოვე, ისინი კი გრძელ გადაცემებზე გადავიდნენ.

სამწუხაროა, რომ დავმარცხდით. "იუვენტუსმა" პირველ ადგილზე დაბრუნება მოახერხა. თუმცა წინ კიდევ შვიდი მატჩია. მომხდარი უნდა გავაცნობიეროთ და მუშაობა განვაგრძოთ", - აღნიშნა ალეგრიმ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
იუვე ჩემპიონია. წადი შენი სოფლელი ..
alfonso
14:04 08-04-2012
0

სიახლეები პოპულარული