"მოულოდნელი მარცხი ვიწვნიეთ და ეს "ფიორენტინას" დამსახურებაა, რომელმაც თამაში გაგვირთულა. ჩემი გუნდი დაღლილი ჩანდა, მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება ძალიან მალე მივეცით.
მოგებას ვცდილობდით და ძალიან ვჩქარობდით. ფეხბურთელებს მოკლე გადაცემებით თამაში ვთხოვე, ისინი კი გრძელ გადაცემებზე გადავიდნენ.
სამწუხაროა, რომ დავმარცხდით. "იუვენტუსმა" პირველ ადგილზე დაბრუნება მოახერხა. თუმცა წინ კიდევ შვიდი მატჩია. მომხდარი უნდა გავაცნობიეროთ და მუშაობა განვაგრძოთ", - აღნიშნა ალეგრიმ.