მიროსლავ კლოზე: იმედია, უახლოეს წლებს რომის "ლაციოში" გავატარებ

AutoSharing Option
რომის "ლაციოს" თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ აღიარა, რომ რომაულ კლუბში ბედნიერია და კარიერაში რაიმეს შეცვლასა რ აპირებს.

გერმანიის ნაკრების 33 წლის ფორვარდი "ლაციოში" გასულ ზაფხულს გადავიდა. მიმდინარე სეზონის 32 მატჩში კლოზემ 15 გოლი გაიტანა.

"იტალიაში ძალიან კარგად ვარ. მეც და ჩემს ოჯახსაც აქ ყველაფერი გვაკმაყოფილებს. რომი საოცარი ქალაქია. "ლაციოში" გადასვლა სპორტული თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილება იყო. იმედი მაქვს, რომ უახლოეს წლებს აქ გავატარებ", - აღნიშნა კლოზემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული