"ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა მზადაა გუნდის გადასახალისებლად 80 მილიონი ევრო გაიღოს. ტურინელები ამ თანხის ნაწილს ელერო ელიას, მილოშ კრასიჩისა და ფელიპე მელოს გაყიდვიდან მიიღებენ.
"იუვენტუსი" 35 მილიონ ევროს ავტოკონცერნ Jeep-თან სპონსორული შეთანხმებიდან მიიღებს.
"ბიანკონერის" მთავარ სატრანსფერო მიზნებად "მანჩესტერ სიტის" ფორვარდი ედინ ჯეკო, "რეალის" თავდამსხმელი გონსალო იგუაინი და "ვილიარეალის" შემტევი ჯუზეპე როსი სახელდებიან. "იუვე" არც "ბაიერნის" ლიდერ არიენ რობენის ხელში ჩაგდებაზე იტყოდა უარს.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით