მასიმილიანო ალეგრი: სკუდეტოსთვის ბრძოლაში დაკარგული ჯერ არაფერია

AutoSharing Option
"მილანის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მიიჩნევს, რომ გუნდი მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატის მოგების შანსს ინარჩუნებს.

"მილანისთვის" დაკარგული ჯერ კიდევ არაფერია. თუ "იუვენტუსმა", რომელიც 4 ქულით ჩამოგვრჩებოდა, ჩვენი გადასწრება შეძლო, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ჩვენც იგივე, როდესაც ტურინელებს მხოლოდ ერთი ქულით ჩამოვრჩებით?

წინ "კიევოსთან" მატჩი გველის, რომელშიც მხოლოდ გამარჯვებაა საჭირო. "იუვენტუსი" სეზონს მაღალ დონეზე ატარებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ "მილანს" სკუდეტოს მოპოვების შანსი რჩება", - თქვა "მილანის" თავკაცმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული