ტურინის "იუვენტუსი" კლარენს ზეედორფს თავისთან იხმობს

AutoSharing Option
"მილანის " 36 წლის ნახევარმცველი კლარენს ზეედორფი ზაფხულში შესაძლოა "ბებერ ქალბატონში" აღმოჩნდეს.

36 წლის ჰოლანდიელის კონტრაქტი მილანურ კლუბთან სეზონის ბოლომდე მოქმედებს.

ტურინელები კი მზად არიან, ვეტერან ფეხბურთელს ხელშეკრულება გაუფორმონ.

მიმდინარე სეზონში ზეედორფმა სერია A-ს 15 მატჩში ორი გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის 8 შეხვედრაში 2 საგოლე პასი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლო "მილანიდან" "იუვენტუსში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

მომზადებულია Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული