რომის "ლაციოს" ნახევარმცველი ერნანესით ლონდონის "არსენალი" დაინტერესდა

AutoSharing Option
ზაფხულში ლონდონის "არსენალი" რომის "ლაციოს" ცენტრალური ნახევარმცველის, ბრაზილიელი ერნანესის ხელში ჩასაგდებად იბრძოლებს.

ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ რომაელთათვის წინადადება უკვე მოამზადა.

ადრე ვრცელდებოდა ცნობა, რომ ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელით მიუნხენის " ბაიერნი" და "ლივერპული" იყო დაინტერესებული.

ამასთან, "ლაციო" "მილანთან" და ინტერთან" "ტოტენჰემის" ცენტრალური ნახევარმცველის, სანდროსთვის იბრძოლებს. "ბიანკოჩელესტის" ხელმძღვანელობა ორი მილანური კლუბის მსგავსად მზადაა, მოთამაშის სანაცვლოდ 13 მილიონი ევრო გადაიხადოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული