ვალტერ მაძარი "ნაპოლის" დატოვებას არ აპირებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაძარი სეზონის ბოლოს გუნდიდან წასვლას არ აპირებს.

"ნაპოლისთან" კონტრაქტი 2013 წლამდე მაკავშირებს და მას ბოლომდე შევასრულებ", - განაცხადა მაძარიმ.

მიმდინარე სეზონში ნეაპოლური გუნდი ჩემპიონთა ლიგაში წარმატებით გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ტურნირს 1/8 ფინალური ეტაპიდან დაემშვიდობა. ამასთან, ნეაპოლელები იტალიის თასის ფინალშიც გავიდნენ. თუმცა სერია A-ში "იუვენტუსთან" და "ლაციოსთან" დამარცხების შემდეგ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების არცთუ დიდი შანსი დარჩათ.

"ჩვენს გუნდში ერთიანობაა. "ლაციოს" წინააღმდეგ შეუპოვრად ვითამაშეთ. უბრალოდ, ახლა სეზონის ის პერიოდი გვიდგას, როდესაც ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგაა.

ვიცოდით, რომ ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის გამო სერია A-ში გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ჩვენ სამივე ტურნირის მიხედვით უნდა შეგვაფასონ", - თქვა მაძარიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული