მასიმილიანო ალეგრი: ლიდერობის დაბრუნება მნიშვნელოვანი იყო

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ იტალიის ჩემპიონატის 32-ე ტურში "კიევოსთან" (1:0) გამარჯვების შემდეგ "ინტერისა" და "რომას" ჩემპიონობისთვის ბრძოლა გაიხსენა.

"გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, რათა კვლავ პირველ ადგილზე დავბრუნებულიყავით. მოთამაშეებმა ეს გამარჯვება დაიმსახურეს, მიუხედავად იმისა, რომ თამაშში დიდი თავდადება და ჟინი არ გამოუჩენიათ.

სკუდეტოსთვის ბრძოლა გრძელდება და თუ "მილანი" მაგრად დადგება, ტიტულის მოგების შანსი გვექნება.

მახსოვს, ორი წლის წინ "ინტერი" "რომას" 12 ქულით უსწრებდა, მაგრამ რამდენიმე ტურში უპირატესობა კინაღამ დაკარგა. მაშინ "რომა" ლამის ჩემპიონი გახდა", - გაიხსენა ალეგრიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული