"გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, რათა კვლავ პირველ ადგილზე დავბრუნებულიყავით. მოთამაშეებმა ეს გამარჯვება დაიმსახურეს, მიუხედავად იმისა, რომ თამაშში დიდი თავდადება და ჟინი არ გამოუჩენიათ.
სკუდეტოსთვის ბრძოლა გრძელდება და თუ "მილანი" მაგრად დადგება, ტიტულის მოგების შანსი გვექნება.
მახსოვს, ორი წლის წინ "ინტერი" "რომას" 12 ქულით უსწრებდა, მაგრამ რამდენიმე ტურში უპირატესობა კინაღამ დაკარგა. მაშინ "რომა" ლამის ჩემპიონი გახდა", - გაიხსენა ალეგრიმ.