იტალია. სერია A. XXXII ტური: დელ პიერომ "იუვენტუსი" პირველ ადგილზე დააბრუნა

AutoSharing Option
ვიდეო
XXXII ტური ვერონული მატჩით დაიწყო, სადაც "კიევომ" "მილანს" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა, 0:1. თუმცა აქ არა იმდენად "კიევოს" მარცხია საინტერესო, რამდენადაც "მილანის" გამარჯვება, რადგან კიდევ ერთი წაფორხილება მასიმილიანო ალეგრის გუნდს შეიძლება ძალიან ძვირად დაჯდომოდა.

არადა, ლომბარდიული გრანდი ახლოს იყო ქულების დაკარგვასთან და ცოტა მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ მასპინძლებს დამაგვირგვინებელ ფაზაში, თამაში მინიმუმ ფრედ დასრულდებოდა.

თავად განსაჯეთ, ვერონელებმა 12-ჯერ დაარტყეს სტუმართა კარის მიმართულებით, მაშინ, როდესაც მილანელებმა მხოლოდ 5-ჯერ გაისროლეს და აქედან სამჯერ ბურთი ასცდა მასპინძელთა კარს. სამაგიეროდ, სალი მუნტარის მიერ
დარტყმულმა უწია მიზანს და "როსონერიმ" ჰაერივით საჭირო სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

ერთადერთი გოლი შეხვედრის სტარტზე გავიდა და მთელი დარჩენილი დრო მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. ვერონელებმა ორჯერ შეარხიეს კიდეც კრისტიან აბიატის კარის ბადე, მაგრამ ორივეჯერ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ არბიტრებმა ორივე შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

მომენტების აღწერას აღარ მოვყვებით, რადგან მთავარი უკვე ვახსენეთ - "კიევო" უკეთესად გაისარჯა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სეზონის გადამწყვეტ ეტაპს "მილანი" არცთუ კარგ ფორმაში ხვდება. პიკს მიაღწია ტრავმირებულ ფეხბურთელთა რაოდენობამ და რადგან ამას დისკვალიფიცირებულები დაემატნენ, ალეგრი ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა - სწორედ ამით გახლდათ განპირობებული, რომ "როსონერის" ძირითად შემადგენლობაში ახალგაზრდა, სრულიად გამოუცდელი მატია დე შილიო ვიხილეთ, რომელიც მარჯვენა მცველის ფუნქციას ასრულებდა.

სასტარტოში იყო ჯენარო გატუზოც, რომელიც დღეს უფრო ვეტერან მოთამაშეს მოგაგონებთ, ვიდრე მოქმედ ფეხბურთელს და თუნდაც მარიო იეპესი, 36 წლის კოლუმბიელი მცველი, რომელიც თავის დროზე სწორედ "კიევოში" ასპარეზობდა და იქიდან მოხვდა ლომბარდიის დედაქალაქში...

მოკლედ, "მილანს" პრობლემები მოეძალა და ამ ფონზე, სამი ქულის მოსაპოვებლად ცოტა იღბალიც საჭიროა - სწორედ იღბალი იყო მილანელთა მხარეს და ეს არც მასიმილიანო ალეგრის დაუმალავს:

"ურთულესი თამაში გადავიტანეთ და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩავიწერეთ აქტივში. ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელის ფონზე, არ მიკვირს, რომ სირთულეებს გადავაწყდით და შეგვეძლო, სულაც წაგვეგო ეს შეხვედრა. თუმცა, ხასიათი გამოვავლინეთ, საკუთარი კარი მშრალად შევინახეთ და საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ. ცოტა იღბალიც დაგვეხმარა და ესეც სათქმელია...

ვამაყობ ჩემი შეგირდებით, რომლებიც თითოეულ თამაშში ბოლომდე იხარჯებიან. ამასთან, ვერ ვხვდები, რატომ ითვლებიან დღეს "იუვეს" ფეხბურთელები გმირებად და რატომ გვთვლიან ჩვენ ნაგავად. ჩემი პირადი აზრით, "მილანი" მეტ პატივისცემას იმსახურებს"
.

იტალია. სერია A. XXXII ტური
კიევო-მილანი 0:1
გოლი: 0:1 მუნტარი (8).

რომა-უდინეზე 3:1
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - ტადეი, კიაერი, დე როსი, ანხელი - გაგო, პიანიჩი (88. პეროტა), მარკინიო - ოსვალდო, ლამელა (71. ბოიანი), ტოტი.
უდინეზე (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - კოდა (89. ტორიე), დანილო, დომიცი - პერეირა, ფერნანდესი, ასამოა, პინცი, პასკუალე - აბდი (59. ბარეტო) - დი ნატალე.
გოლები: 1:0 ოსვალდო (8), 1:1 ფერნანდესი (43), 2:1 ტოტი (86), 3:1 მარკინიო (90).
გაფრთხილება: მარკინიო - პინცი.
ჯარიმა: 9-9; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 17(9)-7(2); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 40 000

კატანია-ლეჩე 1:2
კატანია (3-5-2): კარიცო - ბელუში (84. ლიამა), ლეგროტალიე, მოტა - მარკეზე, გომესი (78. კატელანი), ისკო, ლოდი, ალმირონი (28. სეიმური) - ბერგესიო, ბარიენტოსი.
ლეჩე (3-5-2): ბენასი - ოდო, მილიონიკო, ტომოვიჩი - კუადრადო (88. ბერტოლაჩი), ჯაკომაცი, ბლაზი (80. კორვია), ბრივიო (60. დი მატეო), დელვეკიო - მურიელი, დი მიკელე.
გოლები: 1:0 ბერგესიო (7), 1:1 კორვია (88), 1:2 დი მიკელე (90).
გაფრთხილება: ბელუში, მარკეზე, სეიმური - ოდო, ბლაზი.
გაძევება: კარიცო (90. კატანია).
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 17(7)-11(3); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 16 000

ფიორენტინა-პალერმო 0:0
ფიორენტინა (4-4-2): ბორუცი - დე სილვესტრი (77. კასანი), ნატალი, ნასტასიჩი, გამბერინი - მონტოლივო, ხარჯა (68. ლაძარი), ბერამი, პასკუალი - იოვეტიჩი, ამაური.
პალერმო (3-5-2): ვივიანო - ლაბრინი, მუნიოსი, ლაბრინი - პიზანო, დონატი, ბარეტო (49. ბაჩინოვიჩი), დელა როკა, ბერტოლო - ილიჩიჩი (89. ვასკესი), ერნანდესი (75. ბუდანი).
გაფრთხილება: ამაური, იოვეტიჩი - ილიჩიჩი, ბაჩინოვიჩი.
კუთხური: 14-1; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 15(7)-10(2); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 22 000

ჯენოა-ჩეზენა 1:1
ჯენოა (4-3-3): ფრეი - მორეტი, გრანკვისტი, კალაძე (46. ბოვო), მესტო - ბიონდინი, ველოზო, როსი - სკული (68. იანკოვიჩი), პალასიო, ჯილარდინო.
ჩეზენა (4-4-2): ანტონიოლი - არიგონი, ბენალოუანე, მორასი, როსი - ჩეკარელი, გუანა, დოკოვიჩი (60. სანტანა), მარტინიო (60. დელ ნერო) - მუტუ, მალონგა (46. რენელა).
გოლები: 1:0 როსი (41), 1:1 მუტუ (76).
გაფრთხილება: კალაძე, მორეტი (ჯენოა).
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 17-21; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 9(3)-11(5); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 18 000

ინტერი-სიენა 2:1
ინტერი (4-3-3): ჟულიო სეზარი - ძანეტი, ლუსიო, სამუელი (38. ნაგატომო), კივუ - ობი (68. პოლი), სტანკოვიჩი, კამბიასო - ალვარესი (77. პაცინი), სარატე, მილიტო.
სიენა (4-4-2): პეგოლო - ვიტიელო (74. კონტინი), ტერცი, როსეტინი, დელ გროსო - მანინი, ბოლცონი (61. გაცი), ვერგასოლა, ბრიენცა - დაგოსტინო (62. გონსალესი) - დესტრო.
გოლები: 0:1 დაგოსტინო (7), 1:1 მილიტო (42), 2:1 მილიტო (82-პენ.).
გაფრთხილება: სამუელი - ვიტიელო, პეზოლი, მანინი, კონტინი.
გაძევება: პეგოლო (90. სიენა).
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 20-7; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 13(6)-6(4); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 45 000

იუვენტუსი-ლაციო 2:1 (იხილეთ ვიდეო)
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, ბარცალი, კიელინი - მარკიზიო, პირლო, ვიდალი (80. ჯაკერინი) - პეპე (72. მატრი), ვუჩინიჩი (71. დელ პიერო), კვალიარელა.
ლაციო (4-4-1-1): მარკეტი - სკალონი, ბიავა, დიაკიტე, გარიდო - ცანა, ლედესმა, კანდრევა, გონსალესი (81. ბროკი) - მაური (72. ერნანესი) - როკი (74. კოზაკი).
გოლები: 1:0 პეპე (30), 1:1 მაური (45), 2:1 დელ პიერო (82).
გაფრთხილება: ლიხტშტაინერი, კიელინი, კვალიარელა - ბიავა, დიაკიტე, ლედესმა, მაური.
გაძევება: კოზაკი (90. ლაციო).
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 19(9)-4(3); ბურთის ფლობა: 71%-29%.
მაყურებელი: 38 000

ნაპოლი-ატალანტა 1:3
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - კამპანიარო, გრავა (75. არონიკა), ფერნანდესი - გარგანო (74. ვარგასი), ჯემაილი, დოსენა, ჰამშიკი (64. ინლერი) - პანდევი, ლავეცი - კავანი.
ატალანტა (4-4-2): კონსილი - ბელინი, ლუკინი, სტენდარდო, პელუზო - კაცოლა (77. მუტარელი), სკელოტო (64. პერეირა), კარმონა, ბონავენტურა (85. რაიმონდი) - მორალესი, დენისი.
გოლები: 0:1 ბონავენტურა (10), 1:1 ლავეცი (13), 1:2 ბელინი (58), 1:3 კარმონა (68).
გაფრთხილება: გრავა, ფერნანდესი - სტენდარდო, ლუკინი, პელუზო, დენისი.
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 18-14; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 9(4)-13(7); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 40 000

პარმა-ნოვარა 2:0
პარმა (3-5-2): მირანტე - ძაკარდო, სანტაკროჩე (78. ფელტჩერი), ლუკარელი - მარიგა (90. მორონე), ვალდესი, ჯონათანი (74. ბიაბიანი), გალოპა, მოდესტო - ჯოვინკო, ფლოკარი.
ნოვარა (4-4-2): ფონტანა - მორგანელა, ლიზუძო, რინაუდო, გარსია - ჯემიტი, პეშე (77. ჯედა), პორკარი, რიგონი - მასკარა (56. რუბინო), მორიმოტო.
გოლები: 1:0 ჯოვინკო (27), 2:0 ჯონათანი (40).
გაფრთხილება: მოდესტო, ფლოკარი (პარმა).
კუთხური: 9-8; ჯარიმა: 13-19; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 15(7)-8(4); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 18 000

12 აპრილი
ბოლონია-კალიარი 22:45

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 32 18 14 0 53-18 68
2. მილანი 32 20 7 5 62-26 67
3. ლაციო 32 16 6 10 48-40 54
4. უდინეზე 32 14 9 9 44-32 51
5. რომა 32 15 5 12 52-42 50
6. ნაპოლი 32 12 12 8 56-41 48
7. ინტერი 32 14 6 12 47-45 48
8. კატანია 32 10 13 9 42-43 43
9. კიევო 32 11 9 12 30-40 42
10. ატალანტა 32 11 13 8 37-34 40
11. პალერმო 32 11 7 14 44-49 40
12. სიენა 32 10 9 13 37-34 39
13. პარმა 32 9 11 12 41-50 38
14. კალიარი 31 9 11 11 33-38 38
15. ფიორენტინა 32 9 10 13 32-38 37
16. ბოლონია 31 9 10 12 32-38 37
17. ჯენოა 32 9 9 14 43-58 36
18. ლეჩე 32 8 10 14 37-48 34
19. ნოვარა 32 5 10 17 27-54 25
20. ჩეზენა 32 4 9 19 19-48 21

შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა

ბომბარდირები
23 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 20 - დი ნატალე (უდინეზე), მილიტო (ინტერი); 19 - კავანი (ნაპოლი); 17 - პალასიო (ჯენოა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული