"დი ნატალე ამ ბოლო დროს ძალიან დაიღალა. კვირის განმავლობაში სამი მატჩის ჩატარება არც ისე ადვილია. ანტონიო კი ახალგაზრდა აღარ არის, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.
მიუხედავად ამისა, მან თქვა, რომ კარგ ფორმაში იმყოფება და მთხოვა, ძირითადში დავაყენო. ჩვენს რომელიმე მეტოქეს აუცილებლად უნდა მოვუგოთ. იმედი მაქვს, დი ნატალე ამაში დაგვეხმარება", - თქვა "უდინეზეს" მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო გვიდოლინიმ.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით