ანტონიო ნოჩერინო: მასიმილიანო ალეგრის შესაძლო გადადგომა პრესის გამონაგონია

AutoSharing Option
"მილანის" ნახევარმცველმა ანტონიო ნოჩერინომ განაცხადა, რომ ხმები გუნდის მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის შესაძლო გათავისუფლების შესახებ მხოლოდ პრესის გამონაგონია.

შეგახსენებთ, რომ გასულ ტურში "შავ-წითლები" "ფიორენტინასთან" (1:2) დამარცხდნენ და იტალიის ჩემპიონატში ლიდერობა დაკარგეს.

10 აპრილს "კიევოსთან" (1:0) გამარჯვების შემდეგ კი ალეგრის შეგირდები კვლავ პირველ ადგილზე გადავიდნენ და "იუვენტუსს" ორი ქულით უსწრებენ, თუმცა ტურინელებს ერთი თამაში თადარიგში აქვთ.

"ალეგრის მომავალი "მილანში" კითხვის ნიშნის ქვეშ დგას? ეს ყველაფერი პრესის გამონაგონია. ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს და მწვრთნელს ენდობა.

ჩვენ ეს ხმები ნაკლებად გვაღელვებს. გუნდის ამოცანა მოედანზე გამარჯვებაა.
სკუდეტოსთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ", - თქვა ნოჩერინომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული