საქმე იმაშია, რომ მურიელი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს და გრანდთა ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ბოლო ცნობების თანახმად, მისი გადაბირება მილანურ გუნდებს სურთ და ეს თავად ლუისმაც დაადასტურა.
მოვუსმინოთ კოლუმბიელ თავდამსხმელს:
"აგენტმა მითხრა, რომ ჩემით "მილანი" და "ინტერი" არიან დაინტერესებულნი, რამაც ძალიან გამახარა. როგორც ვიცი, "უდინეზეს" მესვეურებს წინადადებითაც მიმართეს და მათგან პასუხს
მურიელი რომ უდინეში დაბრუნდება, ეს მართლაც გადაწყვეტილი ამბავია, მაგრამ საინტერესო უფრო ისაა, რა მოხდება ამის შემდეგ... ფრიულელებს ლუისის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ, რადგან, როგორც უკვე ითქვა, მისი გადაბირება თვით მილანურ გრანდებს სურთ.
კოლუმბიელის სატრანსფერო ღირებულება ჯერ არ გაცხადებულა, მაგრამ იტალიელ ჟურნალისტთა მოპოვებული კულუარული ინფორმაციით, თანხა 20 მილიონი ევროთი განისაზღვრება. დანარჩენს დრო გამოაჩენს და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"