ჟუანი: ფლამენგო ჯერ ადრეა

AutoSharing Option
ბოლო დროს, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, ჟუანი "რომას" დატოვებს და სამშობლოში დაბრუნდება, სადაც "ფლამენგოსთან" გააფორმებს ხელშეკრულებას.

33 წლის ბრაზილიელმა მცველმა კარიერა სწორედ "ფლაში" დაიწყო, შემდეგ ლევერკუზენის "ბაიერში" გადაბარგდა და ბოლოს სერია A-შიც ამოჰყო თავი. ჟუანი "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტს გაესაუბრა და მის "ფლამენგოში" შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა:

"არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ დღეს მხოლოდ სეზონის დასკვნით ნაწილზე ვარ კონცენტრირებული და დიდი სურვილი მაქვს, რომ "რომასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვო.

რაც შეეხება "ფლამენგოში" შესაძლო დაბრუნებას,
ამის შესახებ საინტერესოს ვერაფერს გეტყვით, რადგან ბრაზილიიდან არავინ შემხმიანებია.

ამ ეტაპზე, ევროპიდან აბარგება ნამდვილად არ მსურს და ისე კი, "ფლამენგოში" კარიერის დასრულებაზე დიდი ხანია ვოცნებობ. თუმცა დღეს, ჩემი გეგმები მაინც "რომას" უკავშირდება და დიდი იმედი მაქვს, რომ იტალიის დედაქალაქში კიდევ მინიმუმ ორი სეზონი დავრჩები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული