ეს ამბავი მოთამაშის დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გაირკვა. ფეხბურთელი ბარძაყის კუნთის ტრავმას იშუშებს, რომელიც რომაელთა ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო.
კლოზე რეაბილიტაციის კურსს გერმანიის ნაკრების სამედიცინო შტაბის ზედამხედველობით გაივლის. შესაბამისად, მოთამაშე ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსს ინარჩუნებს.