ანტონიო კონტე ტურინის "იუვენტუსში" 2015 წლამდე დარჩება

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა გუნდის მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე შეუთანხმდა.

ახლო მომავალში კონტე ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომლის მიხედვით ის გუნდს 2015 წლამდე უთავკაცებს.

ხელშეკრულების პირობების თანახმად, კონტე წელიწადში 3 მილიონ ევროს მიიღებს.

სპეციალისტის მიმდინარე კონტრაქტი კლუბთან 2013 წლამდე მოქმედებს.

მომზადებულია La Gazzetta dello sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული